Monday, February 4, 2019

აჯიკა ნიგვზით, შავი ადესის საწებელი... - უნიკალური რეცეპტები ქალბატონისგან, რომელიც "საწებლისა და აჯიკის" დედოფლად აღიარეს

სო­ფე­ლი და­კარ­გუ­ლი სა­მო­თხეა დე­და­მი­წა­ზე, შიმ­შილ­სა და სი­ღა­რი­ბეს მა­შინ გა­და­მარ­ჩი­ნა, როცა ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლი დრო იყო", - გვე­უბ­ნე­ბა ხა­თუ­ნა ღურ­ჭუ­მა­ლი­ძე, ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნას­პე­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი. ხა­თუ­ნა­ ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და, სკო­ლა და უნი­ვერ­სი­ტე­ტიც იქ და­ამ­თავ­რა და 20 წლის იყო, მა­მა­პა­პე­ულ სო­ფელ­ში რომ დაბ­რუნ­და. ისეთ სა­წე­ბელ­სა და აჯი­კას ამ­ზა­დებს, "სა­წებ­ლი­სა და აჯი­კის დე­დოფ­ლად" აღი­ა­რეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ხა­თუ­ნა ღურ­ჭუ­მა­ლი­ძე: - ნას­პე­რი ლა­მა­ზი სო­ფე­ლია, დიდი წარ­სუ­ლი­თა და ის­ტო­რი­ით. სო­ფელ­ში წარ­მარ­თუ­ლი ხა­ნის სა­ლო­ცა­ვია, ის­კე­ლი­ტა.
 აქვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია ძვ.წ. V-VII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი (კა­ჟის­ ია­რა­ღე­ბი, კოლ­ხუ­რი კე­რა­მი­კა, კოლ­ხუ­რი­ ნა­მო­სახ­ლა­რი), აქ­ვეა უნი­კა­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ძეგლი - სეპ­ტა­რი­ე­ბის ველი, XIX სა­უ­კუ­ნის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტა­ძარს XII სა­უ­კუ­ნის სამ­რეკ­ლო აქვს... მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩემს სო­ფელ­ში თე­სავ­დნენ ხორ­ბლის სა­ხელ­გან­თქმულ სა­ხე­ო­ბებს
 - მა­ხა­სა და ზან­დურს... ად­გილს, სა­დაც ამ ჯი­შებს თეს­ავ­დნენ, ნა­ზან­დუ­რებს ვე­ძა­ხით. მე­ბა­ღე­ო­ბა-მე­ბოსტნე­ო­ბას მივ­დევ. ხეხ­ილის მყნო­ბა მა­მამ მას­წავ­ლა. ვე­ძებ ლე­ჩხუმ­ში გავ­რცე­ლე­ბულ და და­ვი­წყე­ბულ ვაშ­ლის ჯი­შებს - აბი­ლო­ურს, თუ­რა­შა­ულს, ყი­ნუ­ლას, სა­მე­ფოს. სოფ­ლად ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლია. ამ დროს შვი­ლებ­თან ერ­თად ვა­კე­თებ სათ­ბურს, ვთე­სავთ პა­მი­დორს, ბად­რი­ჯანს, ბულ­გა­რულ წი­წა­კას, გა­მომ­ყავს­ ნერ­გე­ბი და მომ­ყავს ვარ­დის­ფე­რი, ხა­რი­გუ­ლა, სა­ად­რეო, სა­ტო­მა­ტე პა­მი­დო­რი. მათ­გან ვამ­ზა­დებ სხვა­დას­ხვა სა­წე­ბელს. ვა­კე­თებ ასე­ვე მკვა­ხე ტყე­მალს, მწი­ფე­ უკურ­კო ტყე­მალს და ვი­ნა­ხავ ძვე­ლი წე­სით მა­რან­ში, თირ­ში (სა­ჭურ­ჭლე მი­წის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი).ლე­ჩხუ­მუ­რი ძვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით აღ­ვად­გი­ნე და ვამ­ზა­დებ ლე­ჩხუ­მურ სა­წებ­ლებს - წოს, ადე­სუ­ლას, რო­მე­ლიც შავი ადე­სი­სა და ბრო­წე­უ­ლის წვე­ნით მზად­დე­ბა. ძვე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­და­ნაა გა­ზა­ფხუ­ლის აჯი­კე­ბიც, რო­მელ­თა შე­სა­კაზ­მად იყე­ნე­ბენ ხმელ სა­კაზმს (სუ­ნე­ლებს) და ნი­გოზს. ზა­ფხუ­ლის აჯი­კას ნედლ აჯი­კას ვე­ძა­ხით და მისი მომ­ზა­დე­ბი­სას თით­ქმის ყვე­ლა ბოსტნე­ულს ვი­ყე­ნებთ, შე­მოდ­გო­მის აჯი­კა კი ნედ­ლი და ხმე­ლი სა­კაზ­მი­სა და ნიგვზის ერ­თობ­ლი­ო­ბაა... გა­ზა­ფხულ­ზე, რო­დე­საც ახა­ლი ბოსტნე­ული ითე­სე­ბა, დი­ა­სახ­ლი­სე­ბი­ დარ­ჩე­ნილ მწვა­ნილს აი­ღებ­დნენ, ნიგვზით და მშრა­ლი­ წი­წა­კით შე­ა­ზა­ვებ­დნენ და თი­ხის ან ხის ჭურ­ჭელ­ში ინა­ხავ­დნენ. ეს სა­კაზ­მი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და რო­გორც ხორცთან, ისე - კარ­ტო­ფილ­თან, ჭყინტ ლო­ბი­ოს­თან.
ლე­ჩხუ­მურ აჯი­კა­ში ნი­გო­ზი ლი­დე­რია. მე ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­ვად­გი­ნე და ვამ­ზა­დებ. ლე­ჩხუ­მი მდი­და­რია ნიგვზით. ვხდი ნიგვზის­ ზეთ­საც, რო­მელ­საც სა­ლა­თებ­ში ვი­ყე­ნებ... ოჯახ­ში დიდი ხა­ნია, ვამ­ზა­დებთ ხალ­მის ყველ­საც, ანუ ყველს თი­ხის ჭურ­ჭელ­ში ვი­ნა­ხავთ. თი­ხის ჭურ­ჭელ­ში ვამწნი­ლებ მჟავ­ესაც. შარ­შან­ სტუმ­რად მყავ­და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ექ­სპე­დი­ცია ქეთი კვი­ჭი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ფრან­გი მკვლე­ვა­რი ერიკ ბო­ი­არ­დი აღ­ტაც­ებუ­ლი დარ­ჩა ეკო­ლო­გი­უ­რად­ სუფ­თა პრო­დუქ­ტით, თო­ნე­ში შემ­წვა­რი გო­ჭი­თა და თო­ნის ლო­ბი­ა­ნით, რო­მე­ლიც ღო­რის მუც­ლის ქო­ნით მზად­დე­ბა. მას ლეჩ­ხუმ­ში კორ­ხი­რი ჰქვია, ღო­რის ხორ­ცის შე­ბოლ­ვის დროს ისიც იბო­ლე­ბა...
შე­მოდ­გო­მა­ზე ლე­ჩხუ­მე­ლი დი­ა­სახ­ლ­ისე­ბი ლე­ჩხუ­მე­ლი ბე­ბოს მა­რილს ამ­ზა­დე­ბენ - ეს არის ნა­ზა­ვი ხმე­ლი სა­კაზ­მე­ბი­სა­, რო­მელ­თაც გა­ზა­ფხუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი­, შე­მოდ­გო­მამ­დე აგ­რო­ვე­ბენ, მერე ფქვა­ვენ და აზა­ვე­ბენ ქარ­თუ­ლი ნივ­რით. ეს დე­და­ჩე­მის დე­დამ მას­წავ­ლა, სონა სა­ღი­ნა­ძემ, რო­მე­ლიც 103 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა.
 კი­დევ რით გა­მო­ირ­ჩე­ვა თქვე­ნი სო­ფე­ლი?
- აქ უგემ­რი­ე­ლე­სი ხილი მო­დის, რად­გან ხილს არა­ვინ წამ­ლავს... მე და ჩემი შვი­ლე­ბი მთელ ზა­ფხულს ვაგ­რო­ვებთ ხილს და ვამ­ზა­დებ ვაშ­ლის, ქლი­ა­ვის, ჭან­ჭუ­რის, ატ­მის, კომ­ში­სა და მსხლის ჩი­რებს და ტკბილ კვე­რებს, ტყემ­ლის წვე­ნის­გან კი კვა­წა­რახს ვამ­ზა­დებთ. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, მო­მე­ძებ­ნა ძვე­ლი ლე­ჩხუ­მუ­რი რე­ცეპ­ტე­ბი, ამის­თვის "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დიც შევ­ქმე­ნი. აქ მი­პო­ვა ანუ­კი კან­თე­ლა­ძემ და შვი­ლებ­თან ერ­თად ონის აგრო­ფეს­ტი­ვალ­ზე მი­მიწ­ვია. ჩემი ოც­ნე­ბაა, ლე­ჩხუ­მუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო სახ­ლი გა­ვაც­ნო ტუ­რის­ტებს. მინ­და, შვი­ლებ­თან ერ­თად გა­ვა­შე­ნო უგემ­რი­ე­ლე­სი ჯი­შე­ბის ხი­ლის ბაღი - იქ­ნებ ასე­თი საქ­მე­ე­ბით და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ აქე­დან წა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ისევ ახ­მა­ურ­დეს ჩემი სო­ფე­ლი და ერ­თბავ­შვი­ა­ნი კლა­სის კი არა, პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლიც გავ­ხდე.
- ქა­ლა­ქი­დან სო­ფელ­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ გა­გი­ჭირ­დათ?
- ქა­ლა­ქი­დან ყვე­ლა­ფე­რი უფრო ლა­მა­ზი ჩან­და - სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. იმ ფუ­ძე­ზე დავ­ბრუნ­დი, სა­დაც ერთი სახ­ლი მა­მა­ჩე­მის აშე­ნე­ბუ­ლი იყო, მე­ო­რე - ბა­ბუ­ის. მა­მას ვაჟი არ ჰყავ­და და არ მინ­დო­და, აქა­უ­რო­ბა ნა­მო­სახ­ლა­რად ქცე­უ­ლი­ყო, ამი­ტომ აქვე შევ­ქმე­ნი ოჯა­ხი და მყავს სამი შვი­ლი. მა­შინ სო­ფე­ლი უფრო დიდი, ხმა­უ­რი­ა­ნი იყო, ბევ­რი მე­ზო­ბე­ლიც მყავ­და, ახლა კი ისე მოხ­ვალთ ჩემს ჭიშ­კრამ­დე, თუ ზუს­ტად არ იცით, სად ვცხოვ­რობ, შე­იძ­ლე­ბა გზის მო­მას­წავ­ლე­ბე­ლიც არ შეგ­ხვდეთ. გა­სულ ზამ­თარს მგელ­მა სა­ჩეხ­ში დამ­წყვდე­უ­ლი ცხვრე­ბი მომ­ტა­ცა... დიდი თოვ­ლი რომ მო­ვი­დეს, სახ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­ხუ­რა­ვი ჩა­უ­ტყდე­ბა, რად­გან გად­მომ­თოვ­ლა­ვი კა­ცე­ბიც აღარ დარ­ჩნენ.
ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რა მოგ­ცა სო­ფელ­მაო? ბევ­რი რამ! მან მაქ­ცია იმად, ვინც ვარ. აქ გავ­ზარ­დე სამი შრო­მის­მოყ­ვა­რე, უღა­ლა­ტო, ერ­თგუ­ლი და, რაც მთა­ვა­რია, სოფ­ლი­სა და მი­წის მოყ­ვა­რუ­ლი შვი­ლი. სო­ფელ­მა ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, სი­კე­თე, უან­გა­რო დახ­მა­რე­ბა, თა­ვის გა­ტა­ნა, ფუ­ძი­სა და ადათ-წე­სე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, წარ­სუ­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა და მო­მავ­ლის იმე­დი მას­წავ­ლა. ოღონდ სულ მგო­ნია, რომ ვალი მაქვს­, ვალი ჩემი მა­მი­დე­ბის, მშობ­ლე­ბის, მე­ზობ­ლე­ბის, მე­გობ­რე­ბის, ტყის, ჩემი ბი­ნუ­ლის წყლის, მი­წის, ჩემი ბზუ­ი­ლა ფუტკრის, მორ­ჩი­ლი პი­რუ­ტყვის... მოკ­ლედ, ყვე­ლა­სი და ყვე­ლაფ­რის, რაც ასე ძა­ლი­ან მიყ­ვარს და რომ­ლის გა­რე­შეც არ შე­მიძ­ლია... 1864 წლის ჩა­ნა­წე­რე­ბით, ჩემს სო­ფელ­ში პუ­რის გარ­და, ღომ­საც თე­სავ­დნენ. მინ­და, წლე­ულს მეც დავ­თე­სო და აქ მო­სულ სტუ­მარს ღო­მის ღომი ვა­ჭა­მო. ამ საქ­მე­ში მე­ზობ­ლებ­საც ჩავ­რთავ. ახლა ისი­ნი ჩემ­თან ერ­თად სწავ­ლო­ბენ ინ­გლი­სურს. გაკ­ვე­თი­ლე­ბი სოფ­ლის სკო­ლა­ში ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით ტარ­დე­ბა. ეს წა­მო­წყე­ბა ცა­გე­რის მე­რის შემ­წე­ო­ბით და­ფი­ნანსდა. ამას იმის­თვის ვა­კე­თებთ, რომ უცხო­ელ სტუ­მარს დაბ­ნე­უ­ლი არ დავ­ხვდეთ და და­ლა­პა­რა­კე­ბა შევ­ძლოთ...
ambebi.ge

No comments:

Post a Comment