Monday, February 4, 2019

მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა


თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია  80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. 


ნათამაშები 20-მდე ქართულ ფილმში აქვს. სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველის, თბილისის სანიტარული კულტურისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

primetime.ge


No comments:

Post a Comment