Friday, February 8, 2019

ბერძნული თხილი აბედნიერებს, მაგრამ მხოლოდ კაცებს

თუ დიდი რაოდენობით მიირთმევთ ბერძნულ თხილს, ხასიათი გამოგიკეთდებათ და სტრესების მიმართ უფრო მდგრადი გახდებით“ - ეს აღმოჩენა ამერიკელ მეცნიერებს ეკუთვნით, რომლებმაც ექსპერიმენტი  ნიუ-მექსიკის ქალაქ ალბუკერკში ჩაატარეს - წერს გერმანული გამოცემა Focus-ი

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კვლევამ აჩვენა, რომ ბერძნული თხილის რეგულარულად მიღების შემდეგ, მამაკეცების 28%-ს ხასიათი გამოუკეთდა.
ექსპერიმენტში 18-დან 25 წლამდე სტუდენტები მონაწილეობდნენ, რომლებიც 16 კვირის განმავლობაში ბანანის პურს ჭამდნენ, რომლიც ბერძნულ თხილს შეიცავდა. მეცნიერებმა ექსპერიმენტის შედეგები პირველად 8 კვირის გასვლის შემდეგ შეაჯამეს. მეცნიერები აკვირდებოდნენ ექსპერიმენტში მონაწილეების განწყობას, ემოციებს.   
„მამაკეცების შემთხვევაში განწყობა 28 %-ს გამოუკეთდა, თუმცა ჩვენ ვერ შევნიშნეთ განწყობის ცვლილება ქალებში. თუ რატომ მოხდა ასე ჩვენთვის უცნობია“ - აცხადებენ მეცნიერები. 
მეცნიერების თქმით, ხასიათის გამოკეთების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ის, რომ ბერძნული თხილი შეიცავს ვიტამინ E-ს, ფოლიუმის მჟავას, პოლიფენონს და მელატონინს. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment