Friday, February 8, 2019

თურქეთში ისტორიულ ქალაქს ჰესის მშენებლობის გამო წყალი დაფარავს


თურქეთის აღმოსავლეთით, ისტორიული ქალაქი ჰასანკეიფი მალე წყლით სრულად დაიფარება. ამის მიზეზია ახალი ელექტროსადგურისთვის დამბის მშენებლობა. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი ჰესი ქვეყანას ელექტროენერგიით და სახნავ-სათეს სავარგულებს წყლით უზრუნველყოფს - წერს BBC.   
ამ ფაქტს მეცნიერები აპროტესტებენ, რომ პროექტი სრულად გაანადგურებს კულტურის ძეგლებს, ნეოლითის პერიოდის გამოქვაბულებს და რადიკალურად შეცვლის მხარის ეკოსისტემას. 
ჰასანკეიფის უძველესი ქალაქი და რაიონი მდებარეობს ტიგროსის მდინარის გასწვრივ ბეტმენის პროვინციაში აღმოსავლეთ თურქეთში. ეს ადგილი 1981 წელს თურქეთის მიერ იყო გამოცხადებულია, როგორც ბუნებრივი კონსერვაციის ადგილი.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment