Monday, February 4, 2019

საქართველო უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეს პირველად უერთდება

5 თებერვალს საერთაშორისო საზოგადოება „უსაფრთხო ინტერნეტის დღეს“ აღნიშნავს, რასაც საქართველო წელს პირველად უერთდება.
ამ დღესთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით დაგეგმილია ღონისძიებები სამთავრობო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. მიზანია, მხარი დაუჭიროს ციფრული ტექნოლოგიის პოზიტიურ და უსაფრთხო გამოყენებას, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში.
ღონისძიება ჩვეულებრივ იმართება თებერვლის მეორე კვირის მეორე დღეს. მას ყოველწლიურად უერთდება მილიონობით ადამიანი, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა აქტივობებში მთელი მსოფლიო მასშტაბით.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment