Sunday, February 3, 2019

გააგრძელებენ თუ არა ქეთი და ზაზა ერთად ცხოვრებას და როგორია "ჩცდ"-ს გმირის რეალური ოჯახი

მსა­ხი­ობ­მა სა­ლო­მე შარ­ვა­ძემ პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში - „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი“ მე­თო­თხმე­ტე სე­ზო­ნი ფუ­რო­რით და­ას­რუ­ლა. მისი პერ­სო­ნა­ჟი ასე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რო­გორც წელს, არას­დროს ყო­ფი­ლა, რად­გა­ნაც ასე მო­ინ­დო­მა შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ჯგუფ­მა და რა თქმა უნდა, სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რის­ტმა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

არა­და, სა­ლო­მე „და­ქა­ლებ­ში“ პირ­ვე­ლი­ვე სე­ზო­ნი­დან მო­ნა­წი­ლე­ობს, თუმ­ცა მისი ცხოვ­რე­ბა ბოლო დროს უჩ­ვე­უ­ლოდ გან­ვი­თარ­და. მსა­ხი­ობ­მა და­კის­რე­ბულ ამო­ცა­ნას თავი მშვე­ნივ­რად გა­არ­თვა, თა­ვი­სი ოს­ტა­ტო­ბი­თაც მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა.
მა­ყუ­რე­ბელ­მა ქე­თის მდგო­მა­რე­ო­ბა გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა იმ­დე­ნად, რომ სე­რი­ა­ლი ზოგს რე­ა­ლო­ბა­შიც აე­რია... ყვე­ლა­ფე­რი კი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ „ჩცდ“ ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ ცო­ცხა­ლი და მუდ­მი­ვად აქ­ტუ­ა­ლუ­რია, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს იმ პრობ­ლე­მურ თე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც ქარ­თუ­ლი სი­ნამ­დვი­ლის­თვის უცხო არ არის...
აი, რო­გორ აფა­სებს მსა­ხი­ო­ბი სა­ლო­მე შარ­ვა­ძე სა­კუ­თარ როლს: "ქე­თის როლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და საყ­ვა­რე­ლია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში... ზო­გა­დად, "ჩცდ" ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის უკვე სა­კულ­ტო სე­რი­ა­ლად იქცა. ამ­დე­ნი წე­ლია არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას, ხა­რისხს, რე­ი­ტინგს... მა­ყუ­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ სე­ზონ­ზე მა­ტუ­ლობს... იზ­რდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბა სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის მი­მართ... ბოლო სე­ზო­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო ჩემ­თვის, რად­გან ისე მოხ­და, რომ მთა­ვა­რი ხაზი ჩემი პერ­სო­ნა­ჟის და მისი ოჯა­ხის ირ­გვლივ ვი­თარ­დე­ბო­და..
ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პლი­მენ­ტი მი­ვი­ღე ჩემ­თვის სა­ოც­რად ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან და ეს სი­ხა­რუ­ლი ალ­ბათ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გამ­ყვე­ბა... ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლი ვარ სრუ­ლი­ად "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტი­ვის", ჩემი გუნ­დის და უკვე ოჯა­ხის, რო­მელ­მაც ასე­თი შან­სი მომ­ცა... მსა­ხი­ო­ბის­თვის ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა და ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა... იმე­დი მაქვს, რომ შევ­ძე­ლი და ეს შან­სი კარ­გად გა­მო­ვი­ყე­ნე...
ძა­ლი­ან თვითკრი­ტი­კუ­ლი ვარ, არას­დროს არა­ფე­რი მომ­წონს, რა­საც ვა­კე­თებ... სულ მეტი მინ­და და სულ მგო­ნია, რომ უკე­თე­სიც შე­საძ­ლე­ბე­ლია...
- ად­ვი­ლია ქე­თის რო­ლის თა­მა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო სე­რი­ებ­ში? ის მო­უ­ლოდ­ნე­ლად ერთ-ერთი ცენ­ტრა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟი და სე­რი­ა­ლის გმი­რე­ბის რის­ხვის ობი­ექ­ტი გახ­და...
- ად­ვი­ლი არ არის, თუმ­ცა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც იმ საქ­მით ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გიყ­ვარს... ქე­თის პერ­სო­ნა­ჟი ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა... ამ სე­ზონ­ზე მარ­თლაც მისი ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­რე. მას­ზე ბევ­რს ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ად­ვი­ლია ყვე­ლა­ფე­რი, როცა შენი პარტნი­ო­რი გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლია - უზო­მოდ ნი­ჭი­ე­რი და შრო­მის­მოყ­ვა­რე მსა­ხი­ო­ბი... სა­ო­ცა­რი ბუ­ნებ­რი­ო­ბით და სი­ზუს­ტით ას­რუ­ლებს თა­ვის როლს... აქამ­დე არ ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი და ამ სე­ზო­ნის შემ­დეგ მგო­ნი, ჩვე­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზიო დუ­ე­ტი-წყვი­ლი შედ­გა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს გი­ორ­გი და მა­ხა­რებს ეს ამ­ბა­ვი. ასე­ვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვე­ბი არი­ან ეკა მჟა­ვა­ნა­ძე დ სოსო ხვე­დე­ლი­ძე. მათ­შიც ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა - სუ­პერ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პარ­ტი­ო­რე­ბი მყავს გვერ­დით და მათ­თან ერ­თად, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია!
ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სცე­ნა­რი, რე­ჟი­სო­რი, სხვა პარტნი­ო­რე­ბი... მე გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ვარ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, სუ­პერ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ში მი­წევს მუ­შა­ო­ბა, რაც დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა...ბევ­რს ვფიქ­რობ­დი ჩემს როლ­ზეო, - მთა­ვა­რი რა იყო ქე­თის როლი წარ­მო­სა­ჩე­ნად, რა "გა­სა­ღე­ბი" მო­არ­გე?
- მთა­ვა­რი ალ­ბათ ისაა, რომ ქეთი ბოლო დროს კარ­გად გა­ვი­ცა­ნი - რო­გო­რი ტი­პია, რა მოს­წონს, რა აწუ­ხებს, რა უქ­მნის დის­კომ­ფორ­ტს, რა უნდა... ანუ ქე­თის ხა­სი­ა­თის შტრი­ხე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა და აღ­მოჩ­ნდა, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟია... გა­მო­ვი­და, რომ თით­ქოს ამო­ცა­ნა მკა­ფი­ოდ და­ვი­ნა­ხე და მერე ამ გზით წა­ვე­დი... უფრო მე­ტად და­ვი­წყე ფიქ­რი და ალ­ბათ, შე­დე­გიც გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წინ არის...
- ბოლო სცე­ნა, ანუ მე­თო­თხმე­ტე სე­ზო­ნის ფი­ნა­ლი ხმა­უ­რი­ა­ნი, აქვე ბევ­რი კი­თხვის გამ­ჩე­ნი აღ­მოჩ­ნდა... რო­გორ ფიქ­რობ, ქეთი და ზაზა ერ­თად გა­აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას?
- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს... ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და მათი ბედი გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ხელ­შია (ქეთი დევ­და­რი­ანს ვგუ­ლის­ხმობ)... ამი­ტომ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მოვ­ლე­ნე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ვი­თარ­დე­ბა... ასე რომ, ერ­თად ვნა­ხოთ, ქე­თის და ზა­ზას ახალ სე­ზონ­ზე რა ბედი ეწე­ვათ...
- თა­ვად თუ ელო­დი ასეთ ფი­ნალს, რო­გორც დას­რულ­და მე­თო­თხმე­ტე სე­ზო­ნი?
- ამი­ტო­მაც არის ჩვე­ნი სა­მუ­შაო უზო­მოდ სა­ინ­ტე­რე­სო, რომ არას­დროს ვი­ცით, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. ჩვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლია ხოლ­მე ჩვე­ნი­ვე პერ­სო­ნა­ჟე­ბის თავ­გა­და­სავ­ლე­ბი...
ბოლო სე­რი­ის ქე­თის და ზა­ზას ბოლო სა­ტე­ლე­ფო­ნო მე­სი­ჯი - "მე უფრო გიყ­ვარ­დი, თუ ის?" - სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა სა­ხუ­მა­რო ვერ­სი­ით "დატ­რი­ალ­და". შენ­ში რა ემო­ცი­ას იწ­ვევს?
- ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან ვერ­თო­ბი... ამა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რი სა­სა­ცი­ლო პოს­ტი შე­მომ­ხვდა, თით­ქმის ყვე­ლა კომ­პა­ნია ჩვენს მი­მო­წე­რას სა­რეკ­ლა­მოდ იყე­ნებს. მოკ­ლედ, ეს სმს-იც სრუ­ლი სიმ­ძლავ­რით "გა­ჰიტ­და". კარ­გია, კარ­გი - ამას რა სჯო­ბია?!
- ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნე, რომ შენი რე­ა­ლუ­რი დე­დამ­თი­ლი ერთ-ერთი სე­რი­ის ნახ­ვის შემ­დეგ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. რო­გორ არის ახლა და კონ­კრე­ტუ­ლად რა გა­ნი­ცა­და მან?
- ჩემი დე­დამ­თი­ლი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვა ქე­თის ირ­გვლივ ამ­ტყდა­რი ამ­ბა­ვი და ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა... კონ­კრე­ტუ­ლად რამ აა­ღელ­ვა, ასე არ ვიცი... ალ­ბათ, ბო­ლომ­დე ჩა­ერ­თო ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში და გა­ნი­ცა­და... დიდი მად­ლო­ბა, ახლა ძა­ლი­ან კარ­გად გრძნობს თავს...
- ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის აზ­რიც და ემო­ცი­ე­ბიც სა­ინ­ტე­რე­სოა - რას გე­უბ­ნე­ბი­ან?
- ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემ მი­მართ სუ­ბი­ექ­ტუ­რე­ბი არი­ან, ძა­ლი­ან მოს­წონთ, მამ­ხნე­ვე­ბენ და მგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ... ამ სე­ზონ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად, თით­ქმის 24-სა­ა­თი­ა­ნი გა­და­ღე­ბე­ბი გვქონ­და და ჩემს მე­უღ­ლეს ჩემ­თვის ხელი რომ არ შე­ე­წყო, ვე­რა­ფერს ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი...
მარ­თა - ჩემი შვი­ლი უკვე დიდი გო­გოა, ძა­ლინ ბევრ სწორ და აზ­რი­ან შე­კი­თხვას სვამს ჩვენს სე­რი­ალ­ზე, ჩემს პერ­სო­ნაჟ­ზე... ხან­და­ხან დიდ ხანს სრუ­ლი­ად სე­რი­ო­ზუ­ლად ვსა­უბ­რობთ, მის­გან რჩე­ვებ­საც ვი­ღებ და მისი აზრი ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია..და­ბო­ლოს, რას ეტყვი სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რე­ბელს, მათ, ვინც ერ­თგუ­ლად მოგ­ყვე­ბა პირ­ვე­ლი სე­რი­ე­ბი­დან და მა­თაც, ვინც, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძი­რი­თა­დად, სა­ში­ნე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის წე­რით არის გარ­თუ­ლი?
- ყვე­ლას დიდ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი, რომ პირ­ვე­ლი სე­რი­ი­დან დღემ­დე ჩვენ­თან ერ­თად არი­ან. მათ გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და... ჩვე­ნი სე­რი­ა­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ჭკუ­ას არა­ვის ას­წავ­ლის, არა­ვის მი­უ­თი­თებს პირ­და­პირ - ეს კარ­გია, თუ - ცუდი... ჩვე­ნი ყვე­ლას მი­ზა­ნია, რომ არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე და­ი­წყოს სა­უ­ბა­რი, გარ­ჩე­ვა, ფიქ­რი და ყვე­ლა თა­ვად მივა სწორ დას­კვნამ­დე... მთა­ვა­რია, გაგ­ვიჩ­ნდეს შე­კი­თხვე­ბი... ჩვე­ნი სე­რი­ა­ლი კი ამას ყო­ველ­თვის ახერ­ხებს, რომ მუდ­მი­ვად გან­სჯის სა­გა­ნი გახ­დეს... მა­ყუ­რე­ბელს კი დიდი მად­ლო­ბა ერ­თგუ­ლე­ბის­თვის!
ambebi.ge

No comments:

Post a Comment