Monday, February 4, 2019

გირჩი“ ფარული ჩანაწერების შენახვისთვის დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვს

გირჩი“ იმ აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვს, რომლებიც პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ჩანაწერების მიღებისა და შენახვისათვის დააკავეს. იაგო ხვიჩია განმარტავს, რომ ამ ადამიანებს მხოლოდ ინტერესი ჰქონდათ და გამავრცელებლები არ იყვნენ. "გირჩი" საგამოძიებო უწყებას, ასეთი მოქალაქეების ნაცვლად, დამკვეთების დაკავებას ურჩევს.    

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებული ზურაბ სოლომნიშვილის უფლებადამცველმა სააპელაციო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა.
მოსამართლემ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე ბრალდებული 17 პირიდან სამს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო 14-ს გირაო შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ეს პირები სოციალური ქსელისა და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ ვიდეოჩანაწერს.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად გამოძიება გრძელდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment