Monday, February 4, 2019

რა დაავადებები დაამარცხა მსოფლიომ ვაქცინაციით და რა მოხდება თუ ქვეყანაში ყველა ადამიანი აიცრება

წლე­ვან­დე­ლი ზამ­თა­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მძი­მე აღ­მოჩ­ნდა - ერ­თდრო­უ­ლად გავ­რცელ­და გრი­პის ვირუ­სი, რომ­ლის უმე­ტე­სი ნა­წი­ლიც H1N1-ს წარ­მო­ად­გენს და წი­თე­ლა, რო­მე­ლიც 20-დან 40 წლის ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გრი­პის ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 20-ს მი­აღ­წია, იან­ვრის თვე­ში კი წი­თე­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბა მოხ­და.
სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი "ტა­მიფ­ლუ" ყვე­ლას­თვის უფა­სო გახ­და, უფა­სოდ ტარ­დე­ბა გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა წი­თე­ლას, ვირუს­თან ბრძო­ლის ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლუ­რი ბერ­კე­ტი ვაქ­ცი­ნა­ცი­აა. პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი აც­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით, წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რე­ბი ტარ­დე­ბა 1 წლის და 5 წლის ასაკ­ში, ან, არა­გეგ­მი­უ­რად, ნე­ბის­მი­ერ სხვა დროს.
თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მიერ და­მარ­ცხე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია და კვლე­ვა არ­სე­ბობს, ქარ­თვე­ლე­ბის ნა­წი­ლი მის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი და უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს.
ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა და აც­რე­ბით და­მარ­ცხე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი - AMBEBI.GE ამ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, მა­რი­ან  მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და­ა­მარ­ცხა ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ? იწ­ვევ­და თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ფა­ტა­ლურ შე­დეგს?
- მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი და­ა­ვა­დე­ბა ჩუ­ტყვა­ვი­ლა იყო. მისი მას­შტა­ბუ­რად გავ­რცე­ლე­ბის ბოლო შემ­თხვე­ვა 1977 წელს სო­მა­ლი­ში და­ფიქ­სირ­და, 1980 წელს კი ჩუ­ტყვა­ვი­ლა და­მარ­ცხე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­და მას შემ­დეგ, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ იმუ­ნი­ზა­ცი­ის კამ­პა­ნია ჩა­ა­ტა­რა. ჩუ­ტყვა­ვი­ლას შემ­თხვე­ვე­ბის 30%-ში ფა­ტა­ლუ­რად სრულ­დე­ბო­და.
ახლა მსოფ­ლიო უახ­ლოვ­დე­ბა პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის აღ­მო­ფხვრის პრო­ცესს. ის სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბა­დი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად, მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებს აზი­ა­ნებს და შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს დამ­ბლაც, რო­მე­ლიც ხში­რად, ბავ­შვს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მიჰ­ყვე­ბა. სწო­რედ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით, 2018 წელს ვე­ლუ­რი პო­ლი­ო­ვირუ­სის მხო­ლოდ 32 შემ­თხვე­ვა იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი.
აშშ იყო ერთ-ერთი, რო­მელ­მაც 2016 წელს წი­თე­ლას ელი­მი­ნა­ცი­ას მი­აღ­წია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მსოფ­ლი­ოს სხვა რე­გი­ო­ნებ­ში წი­თე­ლა ცირ­კუ­ლა­ცი­ას გა­ნაგ­რძობს. 2015 წელს ამე­რი­კის რე­გი­ონ­ში წი­თუ­რას ელი­მი­ნა­ცი­აც გან­ხორ­ცი­ელ­და. ამე­რი­კის რე­გი­ო­ნი იყო მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც სამი და­ა­ვა­დე­ბის: წი­თე­ლას, წი­თუ­რა­სა და ყბა­ყუ­რას აღ­მო­ფხვრა შეძ­ლო, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის 22-წლი­ან, მა­სობ­რივ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და.
- რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა ახლა ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი და რა­ტომ?
- ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახლა არ­სე­ბუ­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ვაქ­ცი­ნე­ბია - ქო­ლე­რას, ცხე­ლე­ბის, დიფ­ტე­რი­ის, A, B და E ჰე­პა­ტი­ტის, პა­პი­ლო­მა­ვირუ­სის, გრი­პის, მა­ლა­რი­ის, წი­თე­ლას, მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ის, პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის, ტე­ტა­ნუ­სი­სა და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბი.
- იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ჩა­ი­ტა­რებს, რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტით შემ­ცირ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა?
- ყო­ველ წელს, თი­თო­ე­უ­ლი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 95%-ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა სა­ჭი­როა იმის­თვის, რომ წი­თე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ იმუ­ნუ­რი ჯგუ­ფე­ბი შე­იქ­მნას, რომ­ლე­ბიც ამ გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბის­გან არა­ი­მუ­ნუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­სამ­ჩნე­ვად დიდ ნა­წილ­საც და­ი­ცა­ვენ. ამ პრო­ცესს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წი­თე­ლას გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლია. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი დაც­ვა, ვი­საც ვაქ­ცი­ნის ჩა­ტა­რე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ. მათ რი­ცხვში შე­დი­ან ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც აც­რის­თვის ძა­ლი­ან მცი­რე­წლოვ­ნე­ბი არი­ან; ასე­ვე ისი­ნი, ვი­საც იმუ­ნურ სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი აქვს ან მა­გა­ლი­თად, მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის, მათ შო­რის, სიმ­სივ­ნის მქო­ნე პი­რე­ბი.
ვაქ­ცი­ნა­ცია ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი და ღი­რე­ბუ­ლი გზაა იმის­თვის, რომ და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა თა­ვი­დან ავი­რი­დოთ. ვაქ­ცი­ნა­ცია სიკ­ვდი­ლის­გან წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 2-3 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს იცავს. შე­იძ­ლე­ბო­და, და­ახ­ლო­ე­ბით, 1,5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა თა­ვი­დან იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბო­და.
რო­გორ ფიქ­რობთ, შე­უძ­ლია თუ არა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სრუ­ლად აღ­მო­ფხვრა?
- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩუ­ტყვა­ვი­ლა და პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტი უკვე აღ­მო­ი­ფხვრა. ასე­ვე, დიფ­ტე­რი­ის შემ­თხვე­ვე­ბიც ძა­ლი­ან მცი­რეა, თუმ­ცა თუ ყვე­ლა იმ და­ა­ვა­დე­ბა­ზე, რო­მელ­თა აღ­მო­ფხვრაც ვაქ­ცი­ნა­ცი­ით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას არ მო­ვახ­დენთ და აც­რის პრო­ცესს შევ­წყვეტთ, ყვე­ლა ჩა­მოთ­ვლი­ლი და­ა­ვა­დე­ბა უკან დაბ­რუნ­დე­ბა.
- ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოძ­რა­ო­ბას დე­და­მი­წის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ საფრ­თხედ მი­იჩ­ნევს. რა გახ­და ამის მი­ზე­ზი?
- აღ­ნიშ­ნულ სი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლია 10 საკ­ვან­ძო პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც წელს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­მრთე­ლო­ბას და­ე­მუქ­რე­ბა. ასე­ვე, არ­სე­ბობს არა­ერ­თი სხვა გა­მოწ­ვე­ვა რათა ჩვენს მი­ზანს - მი­ვაღ­წი­ოთ „სამი მი­ლი­არ­დის გეგ­მას“ (ერთი მი­ლი­არ­დზე მეტი სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს ჯან­დაც­ვის სა­ყო­ველ­თაო პროგ­რა­მით, ერთი მი­ლი­არ­დზე მეტი - გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბით, ხოლო ერთი მი­ლი­არ­დი უკე­თე­სი ჯან­მრთე­ლო­ბის მქო­ნე იქ­ნე­ბა). ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­თაც ძალ­ღო­ნეს არ ვი­შუ­რებთ.
მი­ზე­ზე­ბი, თუ რა­ტომ ამ­ბო­ბენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე უარს, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და კომ­პლექ­სუ­რია. მა­გა­ლი­თად, მშობ­ლე­ბის ნა­წილს ჯან­დაც­ვა­ზე შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, ზო­გი­ერ­თის­თვის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი სერ­ვი­სი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა, ზო­გი­ერთს უარ­ყო­ფი­თი ეფექ­ტე­ბის ეში­ნია, ზოგი მშო­ბე­ლი კი ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი და ზოგ­ჯერ ფა­ტა­ლუ­რიც შე­იძ­ლე­ბა იყოს. ამ ყვე­ლა­ფერ­ში წვლი­ლი კი ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­საც შე­აქვს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment