Saturday, February 9, 2019

შუბერტის „დაუსრულებელი“ სიმფონია რობოტმა დაასრულა

სმარტფონების ჩინურმა მწარმოებელმა Huawei-მ საკუთარი ძალების დემონსტრირება გადაწყვიტა და მუსიკალურ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, დაუსრულებელი ნამუშევარის დასრულება გამოწვევად აქცია. ამის შესახებ Classic FM-ი წერს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შუბერტის მერვე სიმფონიის შექმნა 1822 წელს დაიწყო, თუმცა რიგი მიზეზების გამო ვერავინ მიხვდა, რომ შუბერტმა სამუშაო ბოლომდე არ დაასრულა. 
გამოცემის ინფორმაციით, კომპოზიციის პირველი ორი ნაწილი დასრულებული, ხოლო ბოლო ორი ნაწილის ფრაგმენტები დაუსრულებელი იყო. 
სწორედ ამიტომ Huawei-მ გადაწყვიტა საქმეში ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოეყენებინა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კომპოზიტორ ლუკას კანტორის დახმარებით განახორციელდა.
ირკვევა, რომ ჩინურმა კომპანიამ Huawei Mate 20 Pro-ზე ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა, რათა ახალი მელოდიები შეექმნა. 
ახალი კომპოზიცია ლონდონის კადოგანის ჰოლში 4 თებერვალს შესრულდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment