Saturday, February 9, 2019

დიპლომატებს ბრიუსელში ჩინელი და რუსი ჯაშუშების ყოფნის შესახებ აფრთხილებენ

ბელგიის შიდა უსაფრთხოების სტრუქტურებმა ბრიუსელში მყოფი ევროპელი დიპლომატები და სამხედროები ქალაქში 450 რუსი და ჩინელი ჯაშუშის ყოფნის შესახებ გააფრთხილეს. ინფორმაციას გაზეთი Welt-ი ავრცელებს.
გამოცემას ევროკავშირის დიპლომატებმა აცნობეს, რომ მათი ინფორმაციით ქალაქში 250 ჩინელი და 200 რუსი ჯაშუშია. ამის გამო მათ მიიღეს შეტყობინება, რომ ბრიუსელის ევროპულ კვარტალში ყოფნისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ამ კვარტალში ძირითადად კაფეები და სტეიკჰაუზებია განლაგებული, მის მახლობლად კი ევროკომისიის სათაო ოფისი და ЕСВС-ის შენობებია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment