Tuesday, February 5, 2019

ვენესუელას კრიზისის გამო ნავთობის გაყიდვა უჭირს

აშშ-ის სანქციების ფონზე, რომელიც სახელმწიფო კომპანია PDVSA-ს დაუნიშნეს, ვენესუელის ნავთობის ექსპორტი შემცირდა. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში დღეში, სულ მცირე, ერთი მილიონი ბარელი ნავთობი მოიპოვება. ნიკოლას მადუროს ხელისუფლებას სულ უფრო უჭირს ნავთობის მყიდველის პოვნა, რომლის გაყიდვაც ქვეყნის ერთადერთი რეალური შემოსავლის წყაროა. 
„ეს აბსოლუტური კატასტროფაა. ფაქტობრივად არ დარჩა ნავთობის ტრანსპორტირების არანაირი შესაძლებლობა“, - აცხადებს ვენესუელის პროფკავშირების ლიდერი ლუის ერნანდესი.
23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა.
4 თებერვალს გუაიდოს მხარდამჭერების სიას შეემატა, საფრანგეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, დანია, შვედეთი, გერმანია, ჰოლანდია, პორტუგალია, ლატვია, ფინეთი და პოლონეთი. 
ევროპის ქვეყნებს შორის ხუან გუაიდოს არ აღიარებს იტალია.
ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.
რა შეიძლება მოხდეს ვენესუელაში - ვრცლად ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე
imedinews.ge

No comments:

Post a Comment