Tuesday, February 5, 2019

რას შვებით ხალხო? აბიტურიენტების 80% ვერ ჩააბარებს გამოცდას და გარეთ დარჩება“

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ სკოლებში საატესტატო გამოცდები გაუქმდა, 2020 წლიდან კიეროვნული გამოცდები ოთხის ნაცვლადსამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. ქართული ენისლიტერატურისდა უცხო ენის გამოცდ ყველა აბიტურიენტისთვის სავალდებულო იქნება. მესამე სავალდებულო საგანიუმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრებაკერძოდტექნიკურ  მიმართულებებზეაბიტურიენტები მათემატიკას ჩააბარებენხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაშიისტორიას. რა კავშირია ხელისუფლების რეიტინგსა და განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს შორის და რატომ ელის სკოლებში ქაოსური პროცესების დაწყებას, ამაზე „პროგრესნიუსს“ განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი ესაუბრა:

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

_ დავიწყებ იმით, რომ სწავლა გამოცდის გარეშე არ არსებობს და სკოლა გამოცდის გარეშე არ შეიძლება! გამოცდაა მთავარი მუხრუჭი, რომელიც ბავშვს სკოლაში აკავებს. თუ სახელმწიფო კონტროლი მოიშალა, ბავშვების უმეტესობა სკოლაში აღარ ივლის. ან რატომ უნდა მივიდეს?  მარტო ქართულის, ინგლისურის და ისტორიის სასწავლად? გასაგებია, რომ „კატის“ გამოცდა სტრესული იყო და დიდი ხარვეზებით ტარდებოდა, მაგრამ მთლიანად რომ ხსნი და აუქმებ, საპირწონედ რას დებ? 21-ე საუკუნეში მარტო ქართულით, ინგლისურით და ისტორიით გინდა ფონს გასვლა? რაც მთავარია, ბავშვებს ვითომ გაადვილების ნაცვლად, უფრო გაურთულეს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება.
_ უნარების გამოცდის მოხსნამ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება გაართულა?
_ დიახ, რეალურად ასეა. დავიწყოთ იმით, რომ ქართულისა და ინგლისურის ტესტებიდან  ამოყარეს საკითხები, სადაც „გარტყმაზე“ შეეძლოთ ბავშვებს ქულების აღება, ანუ გაართულეს.  უნარების გამოცდა, სადაც მარტივი მათემატიკა ბარდებოდა, მოხსნეს და ახლა ტექნიკური მიმართულების აბიტურიენტებს რთული მათემატიკის ჩაბარება მოუწევთ.  მათემატიკის ტესტი რომ ყველა სხვა საგანზე ძნელია, ამაზე საგამოცდო ცენტრი დიდი ხანია ამბობს. რას შვებით ხალხო, თქვენ ჭკუაზე ხართ? ვერ ხვდებით, რომ ბავშვების 80% ვერ ჩააბარებს იმ ურთულეს მათემატიკას და გარეთ დარჩება?
_ ვისაც მათემატიკის ჩაბარება არ უნდა, შეუძლია ჰუმანიტარული მიმართულება აირჩიოს.
_ ასეც მოხდება და ყველა ჰუმანიტარული მიმართულებით წავა,მაგრამ იმ ჰუმანიტარულზეც ადგილები განუსაზღვრელი რაოდენობით ხომ არ იქნება?  შესაბამისად, უამრავი ბავშვი უმაღლესი განათლების მიღმა დარჩება. ჭკვიანი ბავშვები ხვდებიან,რომ საზეიმო არაფერი აქვთ. მათ საქმე კი არ გაუმარტივეს, გაურთულეს და უმაღლესი განათლებისკენ გზა ჩაუკეტეს. გამოცდების გაუქმება თუ უნდოდათ, ეროვნული გამოცდები უნდა გაეუქმებინათ.
_ ეროვნული გამოცდების გაუქმების შემთხვევაში, მისაღებ გამოცდებს სავარაუდოდ, ისევ უმაღლესი სასწავლებლები ჩაატარებენ.. 
_ ეროვნული გამოცდები გაუქმების შემდეგ სკოლის გამოცდები უნდა აღდგეს, მაგრამ სხვა ფორმით.უნდა შემოიღონ „ა+ბ“ ტესტი, სადაც „ა“-მინიმალური სტანდარტის, მარტივი ტესტი იქნება და „ბ“ რთული ვარიანტი. სწორედ „ბ“ ვარიანტის შედეგების საფუძველზე უნდა მოხდეს  უმაღლესში ჩარიცხვა და არა ის, რომ გამოცდები უმაღლესმა სასწავლებლებმა  ჩაატარონ. როგორც ფიქრობთ, უნივერსიტეტები, სადაც სემესტრულ თუ კურსიდან გადასაყვან გადასაყვან გამოცდებზე ენით აუწერელი კორუფცია და ნეპოტიზმია, მისაღებ გამოცდებს როგორ ჩაატარებენ? ბილეთებს არ გაყიდიან? მარტივ და რთულ ვარიანტებს არ შეადგენენ? ფულს არ აიღებენ?   ეს სრულიად გაუმართლებელი ცვლილებები არა მარტო სკოლაში დაწევს განათლების დონეს, არამედ უმაღლეს სასწავლებლებსაც გაანადგურებს.
_ გამსვლელი ქულის დაწესების უფლებას გულისხმობთ?
_  დიახ. უნივერსიტეტებს აძლევენ ბარიერის დაწესების უფლებას, როცა ბავშვები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დაწესებულ ბარიერებსაც ვერ ლახავდნენ. რა თქმა უნდა, კონტინგენტი და შესაბამისად, ფული რომ არ დაკარგოს, უნივერსიტეტი მაქსიმალურად დაწევს ბარიერს და მეტ სტუდენტს მიიღებს. ადვილი წარმოსადგენია, რა დონის სტუდენტები შევლენ, მით უმეტეს, სასკოლო გამოცდების გაუქმების შემდეგ, როცა ბავშვების დიდმა ნაწილმა წიგნები უკვე გადაყარა და სწავლას თავი დაანება. ეს ცვლილებები რომ არ დამტკიცდეს, წარმოგიდგენიათ რა მოხდება? შარშან თუ 12.500 ბავშვი ჩაიჭრა, ახლა 24 ათასი ჩაიჭრება.  ამ სიახლეებთან დაკავშირებით  უმრავლესობაში ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. ზუსტად ვიცი, რომ ამ სისულელეს „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი არ ეთანხმება, ნაციონალები არ ეთანხმებიან, „ევროპული საქართველო“ კაცმა არ იცის, რას იზამს, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ კანონი პარლამენტში ჩავარდა. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ მავნებლობის მიზეზი 2020 წლის არჩევნებისთვის ხალხის გულის მოგებაა, მაგრამ რეალურად, პირიქით მოხდება. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ხელისუფლებაში ხალხის 97%-იანი მხარდაჭერით მოვიდა, განათლების სისტემაში განხორციელებული  ანტიეროვნული და ანტიხალხური რეფორმების მერე ვუწინასწარმეტყველე, რომ ხალხის მხარდაჭერას დაკარგავდა და რეიტინგი გაუნულდებოდა, რაც მოხდა კიდეც. ახლა ამათ ვეუბნები, რომ დაანონსებული ცვლილებები სკოლებში ისეთ ქაოსს შექმნის, რომ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები შეექმნება.
progressnews.ge

No comments:

Post a Comment