Thursday, February 7, 2019

„კლუბების საქმეში" ბრალდებული რვავე პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ეგრეთ წოდებული „კლუბების საქმეში" ბრალდებული რვავე პირი, მათ შორის ქეთევან მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას სასჯელის სახით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები ღამის კლუბებში - „ბასსიანი“, „ხიდი“, „კაფე გალერი“-ში და „მტკვარზე“ მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნითიერებები.
სასამართლო გადაწყვეტილებით, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბ.დ.-ს 9 წლით და 6 თვით, ვ.ჟ.-ს 8 წლით, ჯ.ე.-ს 8 წლით, თ.ჩ.-ს 7 წლით, გ.მ. -ს 8 წლით და მ.მ. -ს ასევე 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ქ.მ-ს და ლ.მ.-ს ბრალდების საქმეების განხილვა. მოსამართლემ ორივე მათგანი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 
დღევანდელი განაჩენებით თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებულ პირთა საქმეების განხილვა დასრულდა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ეს პირები შსს-მ 11 მაისის ღამეს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავა.
"თეთრი ხმაურის მოძრაობამ" და ახალგაზრდებმა მიიჩნიეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და ამიტომ აქციები იმ ღამესვე გამართეს. პროტესტი 12-13 მაისსაც გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა პარლამენტის წინ თავად შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა, რომელმაც  მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
ღამის კლუბ „გალერის“ მუშაობის განახლების უფლება 22 მაისს მისცეს, თუმცა, მისმა ადმინისტრაციამ უარი განაცხადა ამაზე „ბასიანის“ სოლიდარობის გამო. ამ უკანასკნელს კი ლუქი 23 მაისს აეხსნა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment