Thursday, February 7, 2019

ვაღიარებ, მოტყუებით გადავეცი ვითომ ნარკოტიკი" - რა თქვა პროცესზე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა ქეთი მურუსიძემ

ვა­ღი­ა­რებ, მო­ტყუ­ე­ბით გა­და­ვე­ცი ვი­თომ ნარ­კო­ტი­კი, - ამის შე­სა­ხებ კლუ­ბებ­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბულ­მა ქეთი მუ­რუ­სი­ძემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სა­ბო­ლოო სი­ტყვის წარ­მოთ­ქმი­სას გა­ნა­ცხა­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ვა­ღი­ა­რებ პირ­ველ სამ შემ­თხვე­ვას და ბოლო ორ შემ­თხვე­ვა­შიც მო­ტყუ­ე­ბით გა­და­ვე­ცი ვი­თომ ნარ­კო­ტი­კი. ფაქ­ტია, რომ შეც­ვა­ლა. მე ნარ­კო­ტი­კი არ მი­მი­ცია, იგი­ვე აბე­ბი იყო, რაც პირ­ველ სამ შემ­თხვე­ვა­ში", - აღ­ნიშ­ნა მან.

მუ­რუ­სი­ძის ად­ვო­კა­ტის გია გო­რო­ზი­ას თქმით, ის ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბამ წარ­მო­ად­გი­ნა, აგენტ-პრო­ვო­კა­ტორს გზა­ში აქვს შეც­ვლი­ლი და სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოა. რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ქეთი მუ­რუ­სი­ძის მხრი­დან ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ად­ვო­კა­ტი მისი მხრი­დან მხო­ლოდ თაღ­ლი­თო­ბის ფაქტს ადას­ტუ­რებს.

"სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოა და ის ჩემი ღრმა რწმე­ნით, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ბრალ­დე­ბის მხა­რეს საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნდა, რომ ქეთი მუ­რუ­სი­ძე ეცნო მსჯავდრე­ბუ­ლად იმ ნა­წი­ლებ­ში, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა, გა­სა­ღე­ბას ეხე­ბა.
რა­ტომ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლომ, ვერ გე­ტყვით. როცა კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­ნა­ჩე­ნი ჩაგ­ვბარ­დე­ბა, გა­ვა­სა­ჩივ­რებთ და დე­ტა­ლებ­საც შემ­დეგ მო­გახ­სე­ნებთ, თუ რას და­ეყ­რდნო სა­სა­მარ­თლო.
და­კა­ვე­ბის დღი­დან­ვე ვა­ფიქ­სი­რებ­დით პო­ზი­ცი­ას, რომ ქეთი მუ­რუ­სი­ძის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და თაღ­ლი­თო­ბის ჩა­დე­ნის ფაქტს. ის ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბამ წარ­მო­ად­გი­ნა, აგენტ-პრო­ვო­კა­ტორს გზა­ში აქვს შეც­ვლი­ლი, ვი­ნა­ი­დან მას ქეთი მუ­რუ­სი­ძემ არა­ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­დას­ცა, რომ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლიც არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა წარ­ვუდ­გი­ნეთ სა­ა­სა­მარ­თლოს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ის სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ სცნო", - გა­ნა­ცხა­და გო­რო­ზი­ამ.
ქეთი მუ­რუ­სი­ძე და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლი შვი­დი პირი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. მო­სა­მარ­თლემ მუ­რი­სი­ძე დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა- შე­ნახ­ვა­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში დამ­ნა­შა­ვედ სცნო. რაც შე­ე­ხე­ბა თაღ­ლი­თო­ბის ეპი­ზო­დებს, მო­სა­მარ­თლემ მას ეს მუხ­ლი თაღ­ლი­თო­ბის მცდე­ლო­ბად გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძემ გა­მო­ა­ცხა­და.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment