Friday, February 8, 2019

შსს-მ გურიაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გუ­რი­ა­ში 2017 წელს მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის­თვის ძებ­ნი­ლი პირი და­ა­კა­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით უწყე­ბა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ი­სა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ძებ­ნი­ლი, 1969 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი კ.მ. და­ა­კა­ვეს.
ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის ძებ­ნი­ლი კ.მ. მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თე­ბერ­ვალს, სარ­ფის სა­სა­ზღვრო გამ­შვებ პუნ­ქტთან იმ დროს და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოღ­წე­ვას ცდი­ლობ­და.
და­კა­ვე­ბულ­მა კ.მ.-მ 2017 წლის 20 ივ­ლისს, ოზურ­გე­თის ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე, მან­ქა­ნა­ში მსხდომ ორ პირს ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ორი­ვე დაჭ­რი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.
მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, კ.მ.-ს ბრა­ლე­უ­ლო­ბა დად­გინ­და და 2017 წლის 11 დე­კემ­ბერს, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე კ.მ.-ზე ძებ­ნა გა­მო­ცხად­და.
გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ორი ან მეტი პი­რის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს" - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
შე­გახ­სე­ნებთ, 2017 წელს ოზურ­გეთ­ში მოკ­ლუ­ლი ორი მა­მა­კა­ცი ერ­თმა­ნე­თის­თვის სიძე-ცო­ლის ძმა იყ­ვნენ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ცი­ხი­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო. მე­ო­რე მოკ­ლუ­ლი კი, სა­ხე­ლად დიმა ომელ­ჩენ­კო შე­მოქ­მე­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტის, მე­უ­ფე იო­სე­ბის მძღო­ლი იყო.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment