Sunday, February 10, 2019

ეს დაავადება განკურნებადია, მაგრამ სანამ განიკურნება, ჯოჯოხეთს გადიხარ..." - "პირველი არხის" თანამშრომელი სიმსივნეს ებრძვის

პირ­ვე­ლი არ­ხის“ ტექ­ნი­კურ პრო­დი­უ­სერს, მა­რი­ამ ჭე­ლი­ძეს, 2016 წელს ლიმ­ფუ­რი ჯირ­კვლე­ბის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

31 წლის პრო­დი­უ­სერ­მა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია და მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი 2016 წელს თურ­ქეთ­ში ჩა­ი­ტა­რა. მერე თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, მაგ­რამ მო­რი­გი შე­მოწ­მე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ და­ა­ვა­დე­ბამ კვლავ იჩი­ნა თავი და მე­ტას­ტა­ზე­ბიც და­იძ­რა. მის და­სახ­მა­რებ­ლად კო­ლე­გე­ბი ისევ გა­ერ­თი­ან­დნენ და მა­რი­ამს ბოლო ოპე­რა­ცია 4 აპ­რილს თურ­ქეთ­ში ჩა­უ­ტარ­და. ახლა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას კვლავ დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა მო­რი­გი ოპე­რა­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი თან­ხე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად.

ბო­ლოს ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მა­რი­ამს აქვს აგ­რე­სი­უ­ლი ფორ­მის მე­ტას­ტა­ზი, რის­თვი­საც სა­ჭი­როა სას­წრა­ფო ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­ჭი­როა 7 500 დო­ლა­რი.
დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­გიძ­ლი­ათ, თან­ხა გა­და­რი­ცხოთ ან­გა­რი­შის ნო­მერ­ზე - "თი­ბი­სი ბან­კი", GE96TB7722645061600017, მიმ­ღე­ბი მა­რი­კა ჭე­ლი­ძე
მა­რი­ამ­მა reitingi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ:
- ღა­მით თით­ქოს ვიხ­რჩო­ბო­დი, ვერ ვწვე­ბო­დი. მთელ ღა­მე­ებს ბა­ლიშ­ზე მი­ყუ­დე­ბუ­ლი ვა­ტა­რებ­დი. ფეხ­ზე ყოფ­ნი­სას სა­ერ­თოდ არა­ფერს ვგრძნობ­დი. ერთ-ერთ ცნო­ბილ ექიმს მი­ვა­კი­თხე, ექოს­კო­პი­აც გა­და­მი­ღო კის­რის არე­ში და მი­თხრა არა­ფე­რი გჭირ­სო. ამ დროს სის­ხლის ანა­ლიზ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი იყო, მაგ­რამ ექოს­კო­პი­ამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ქარ­წყლა. ექი­მის დას­კვნა მაქვს, რომ არა­ფე­რი მჭირს. ეს ექი­მი მუ­შა­ობს ცნო­ბილ კლი­ნი­კა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლი დო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფოდ ით­ვლე­ბა.
მი­თხრეს ნერ­ვო­პა­თო­ლო­გი გჭირ­დე­ბაო. წა­ვე­დი ნერ­ვო­პა­თო­ლოგ­თან, მან მი­თხრა არა­ფე­რი გჭირს, რა­ღა­ცე­ებს იგო­ნებ და ფსი­ქი­ატ­რი უფრო გჭირ­დე­ბაო. მარი მა­ლა­ზო­ნი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ დღეს ცო­ცხა­ლი ვარ. მან და­ი­ჟი­ნა, და­ვით მეტ­რე­ველ­თან მი­დიო. მხო­ლოდ მეტ­რე­ვე­ლი მიხ­ვდა რა მჭირ­და.
პირ­ვე­ლად 2016 წლის 27 ივ­ლისს გა­ვი­კე­თე თურ­ქეთ­ში. 6 სა­ათ­ზე მეტ­ხანს მი­კე­თებ­დნენ. ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის მიერ, სამი ჯირ­კვლი­დან აღე­ბუ­ლი ბი­ოფ­სი­ი­დან მხო­ლოდ ერ­თმა აჩ­ვე­ნა ავ­თვსი­ე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე. იმ ერ­თზე რომ არ შე­ე­ნიშ­ნათ, სა­ერ­თოდ ვერ გა­ვი­გებ­დი და დღეს ცო­ცხა­ლი აღარ ვიქ­ნე­ბო­დი.
ბევ­რი დას­ხი­ვე­ბა გა­მი­კე­თეს, რა­დი­ო­აქ­ტი­ურ იოდს მა­ს­მევ­დნენ, რომ მე­ტას­ტა­ზე­ბი გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ. ეს იგი­ვე ქი­მი­ო­თე­რა­პი­აა. ამ ნივ­თი­ე­რე­ბას რომ მა­ს­მევ­დნენ, 80 სა­ა­თი სრუ­ლი­ად მარ­ტო ვი­ყა­ვი მი­ნუს 7 სარ­თულ­ზე. ერთხელ იმ ტყვი­ის ოთახ­ში კო­მა­ში ჩავ­ვარ­დი. 6 სა­ათ­ში გა­მო­მიყ­ვა­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ორი თურ­ქი ექი­მი მყავს, მე­უბ­ნე­ბი­ან ისე ცუ­დად ხარ, გვიკ­ვირს აქამ­დე რო­გორ მო­დი­ხარ და კი­დევ ცო­ცხა­ლი რო­გორ ხარო. ალ­ბათ ღმერ­თს ვუყ­ვარ­ვარ და არ გამ­წი­რავს.
ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ 31 წლის ასაკ­ში ასე ვუყ­ვარ­ვარ მე­გობ­რებს. პირ­ვე­ლად როცა გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი, ჩავ­წე­ქი ორი კვი­რა და ვე­ლო­დე­ბო­დი რო­დის მოვ­კვდე­ბო­დი.
მე­გობ­რებ­მა აღარ მომ­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, თან­ხა შე­მიგ­რო­ვეს და გა­მიშ­ვეს თურ­ქეთ­ში. ეს და­ა­ვა­დე­ბა გან­კურ­ნე­ბა­დია, მაგ­რამ სა­ნამ გა­ნი­კურ­ნე­ბა ჯო­ჯო­ხეთს გა­დი­ხარ" - ყვე­ბა მა­რი­ამ ჭე­ლი­ძე
ambebi.ge

No comments:

Post a Comment