Sunday, February 10, 2019

პარლამენტში საპენსიო რეფორმაზე მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება


საქართველოს პარლამენტი ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც ახალ საპენსიო სისტემას შეეხება. საკანონმდებლო პაკეტი სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ,თაობათა შორის სოლიდარობის სქემის ამოქმედებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


პროექტის თანახმად, საპენსიო შენატანები შემდეგნაირად გადანაწილდება: დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას სქემის მონაწილე თითოეულ დასაქმებულზე, საპენსიო ფონდში დაუბეგრავი ხელფასის ორ პროცენტს რიცხავს, რასაც სახელმწიფოს ასევე 2%-იანი შენატანი ემატება.
პროექტის მიხედვით, თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპით (არსებული დასაქმებულები აფინანსებენ ხანდაზმულთა პენსიებს) სოლიდარობის სქემიდან პენსიების გაცემა მოხდება სქემაში ჩართვიდან მომდევნო წელს გასულ პენსიონერებზე, რომლებიც ერთი წელი მაინც იხდიდნენ თაობათა სოლიდარობის სქემაში საპენსიო შენატანს.
საკანონმდებლო პაკეტის განხილვა 11 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებშია დაგეგმილი.
7 თებერვალს ფრაქციის წევრმა და უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ორი მიზეზი დაასახელა, რის გამოც შესაძლოა მან საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ესენია: საპენსიო რეფორმა და მოსამართლეების საკითხი.
ნაცვლიშვილის განცხადებით, მისი ფრაქცია პარლამენტს საპენსიო რეფორმაზე საკანონმდებლო პაკეტს შესთავაზებს, რომლისთვის მხარდაჭერის გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც, ის უმრავლესობას დატოვებს.
2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment