Saturday, February 9, 2019

მეცნიერები: ფუტკრებმა მიმატება და გამოკლება იციან

თაფლის მომპოვებელ ფუტკარს შეუძლია მათემატიკური მოქმედებების განხორციელება, როგორიცაა შეკრება და გამოკლება - წერს BBC-ი.  

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრალიეილი მეცნიერები, რომლებმაც ფუტკრებზე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს.
მიუხედავად იმისა, რომ ფუქტკრის ტვინში მხოლოდ მილიონი ნეირონია, შეუძლია მათემატიკური მაგალითების გამოყვანა. ადამიანის ტვინში საშუალოდ 90-95 მილიონი ნეირონია. 
ჯერ კიდევ ბავშვობაში ადამიანი აცნობირებს რომ  "+" ნიშნავს რამდენიმე რიცხვის სეკრენას ხოლო "-" რიცხვების გამოკლებას. 
ასეთი მაგალითების ამოსახსნელად ადამინს ერთდროულად სჭირდება უკვე ნასწავლის გახსენება და მახსოვრობის დაძაბვა. 
მელბურნის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 14 ფუტკარი მონაწილეობდა. მწერებისთვის დაამზადეს ლაბირინთი, რომელსაც Y-ის ფორმა ჰქონდა. ლაბირინთ ჰქონდა ერთი შესასვლელი და ორი გამოსასვლელი. 
ლაბირინთის გამოსასვლელთან ფუტკრებს აჩვენებდნენ ნახატებს, სადაც ლურჯად და ყვითლად შეფერილი გეომეტრიული ფიგურები რომბი,წრე და სამკუთხედი იყო გამოსახული. ლურჯი ფერი ნიშნავდა მიმატებას, ყვითელი გამომკლებას. 
ლაბირინთის შიგნით ფუტკრებს უნდა მოეძებნათ სწორი პასუხი ამ ნახატებიდან და ლაბირინთიდან გასულიყვნენ. 
100 ცდის შემდეგ ფუტკრებმა გადალახეს ლაბირინთი, ამისთვის მათ 4-დან 7 სათამდე დასჭირდათ და ზუსტად მიხვდნენ, რომ ლურჯი ნიშნავდა +1 და ყვითელი  -1. 
„ექსპერიმენტის მსვლელობისას ფუტკრებმა არა მხოლოდ შეძლეს დავალების შესრულება, არამედ დაამუშავეს ინფორმაციაც. სწორედ აქედან დადასტურდა, რომ ფუტკრებს ესმით მათემატიკური კონცეფცია“ -ამბობენ მეცნიერბი. 
მწერებს აჩვენებდნენ ორ ნახატს სადას ცხვადასხვა რაოდენობის ობიექტი იყო გამოსახული. როცა ფუტკარი მიფრინდებოდა იმფოტოსთან სადაც ცოტა ობიექტი იყო გამოსახული მას ჯილდოდ წყალს აძლევდნენ, სადაც ბევრი ობიექტი იყო გამოსახული წყალში გახსნილ ლიმონს სთავაზობდნენ. 
მწერები 80%-ის შემთხვევაში პირველ სურათთან მიფრინავდნენ. 
„ამ კველევამ აჩვენა, რომ არითმეტიკული ფიგურების გამოყენების დროს მიმატება და გამოკლება ფუტკრის მცირე ტვინსაც შეუძლია“ -ამბობენ მეცნიერები. 
მეცნიერები ამბობენ, რომ მიღებული შედეგები მათ ხელოვნური ინტელექტის განვიტარებაში დაეხმარებათ. 
imedinews,ge

No comments:

Post a Comment