Saturday, February 9, 2019

ინდოეთში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით 39 ადამიანი დაიღუპა


ინდოეთში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით 39 ადამიანი დაიღუპა - წერს Euronews-ი. 
ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევები ქვეყნის ჩრდილოეთში, უტარ-პრაშედის და უტარაკჰანდისშტატებში დაფიქსირდა. 26 ადამიანი უტარ-პრაშედის შტატში დაიღუპა, 13 პირი კი, მეზობელ უტარაკჰანდის შტატში გარდაიცვალა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზარდება, რადგან მოწამვლის შემთხვევები რეგიონში გავრცელებულ ყალბ ლიქიორს უკავშირდება. შემოწმებით დადგინდა, რომ სასმელი მომწამვლელ ნივთიერებას, მეთილის სპირტს შეიცავს.
სამართალდამცველები ცდილობენ, გაარკვიონ, კიდევ იყიდება თუ არა აღნიშნული ალკოჰოლური სასმელი მაღაზიებში.
პოლიციამ უკვე 400 ლიტრი ლიქიორის კონფისკაცია მოახდინა. ამასთან, დაკავებულია 30 ეჭვმიტანილი.
ინდოეთის სამართალდამცავი უწყებების ინფორმაციით, არალეგალურად დამზადებული ალკოჰოლური ნივთიერებების მიღების შედეგად,  ინდოეთში ყოველწლიურად ათასზე მეტი ადამიანი იღუპება
imedinews.ge

No comments:

Post a Comment