Tuesday, February 5, 2019

სოლარი:„თუ მესი არ ითამაშებს გული დამწყდება, ის ჩემი მეგობარია“

სანტიაგო სოლარიმ „ბარსელონასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...

„ვიმედოვნებთ, რომ დიდ მატჩს ჩავატარებთ და გამარჯვებას მივაღწევთ. ტაქტიკური სიურპრიზები „ელ კლასიკოში“ არასდროს არის გამორიცხული, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.“

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


„„ელ კლასიკო“ ყოველთვის განსაკუთრებულია, ის უდიდეს ინტერესს იწვევს. არსებობს „რივერისა“ და „ბოკას“, „ინტერისა“ და „მილანის“, „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ და ასევე სხვა გუნდების დაპირისპირებები, მაგრამ „რეალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება სულ სხვა განზომილებაა.“

„ლიონელ მესის საკითხი? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ითამაშებს თუ არა არგენტინელი. ვიმედოვნებ, რომ ის მოედანზე გასვლას შეძლებს, სხვა შემთვევაში, დავურეკავ და ვანუგეშებ.“

„ჩვენ გვსურს, რომ სამივე ჩემპიონატში წარმატებას მივაღწიოთ, ანალოგიური მიზნები აქვს „ბარსელონასაც“, ამიტომ ძალიან რთული ბარიერების გადალახვა მოგვიწევს.“

„კოლექტივი სრულ მზადყოფნაშია. საბედნიეროდ, ტრავმირებულები აღარ არიან და რესურსი შეგვიძლია თითქმის სრულად ავითვისოთ. ეს ძალიან რთული ნაწილია მწვრთნელისთვის, ვინაიდან საუკეთესო თერთმეტეულის არჩევა არასდროსაა მარტივი.“

„რთული კალენდარი. მადრიდის „რეალი“ მზად არის საუკეთესო ვერსია წარმოადგინოს და ნებისმიერი გამოწვევა გადალახოს. თუ ტიტულები გვსურს, ყველაფერს უნდა გავუძლოთ.“

„ვინიციუსის თამაში? გადაწყვეტილი არაფერია.“

„ბეილს გუნდის შეტევითი პოტენციალის მნიშვნელოვანი გაძლიერება შეიძლება. გუნდში მყავს ფეხბურთელები, რომლებიც უტევენ, თუმდა დაცვაშიც ხშირად ჩამოდიან, უელსელი ნამდვილად განსაკუთრებულია და აგრესიულ შემტევად ითვლება.“
Halamadrid.ge

No comments:

Post a Comment