Tuesday, February 5, 2019

როგორ ცხოვრობს ქართველი სამხედრო, რომელმაც წლების წინ ავღანეთში აფეთქებისას ორივე ფეხი დაკარგა - "მივხვდი, ეს განაჩენი არ არის"

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ავ­ღა­ნეთ­ში, სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში ყოფ­ნი­სას, ნაღ­მზე აფეთ­ქდა და ორი­ვე ფეხი და­კარ­გა... სტრე­სი დიდი იყო, თუმ­ცა, ძა­ლი­ან მალე სა­კუ­თარ თავ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა ძალა ცხოვ­რე­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო, პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლი თე­მურ და­დი­ა­ნი, შე­საძ­ლოა ბევ­რის­თვის სა­მა­გა­ლი­თო გახ­დეს. რო­გორც ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, უამ­რა­ვი გეგ­მა აქვს, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს...

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

- თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ვე­ღარ გა­ვივ­ლი­დი, მერე კი მივ­ხვდი, ეს გა­ნა­ჩე­ნი არ არის. წლე­ბის წინ, არ­ჩე­ვა­ნი თა­ვად გა­ვა­კე­თე, სამ­ხედ­რო ფორ­მა ნე­ბით მო­ვირ­გე, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­მე­აზ­რე­ბი­ნა, ალ­ბათ ასე­თი შე­დე­გიც. 2011 წლის 3 აგ­ვის­ტოს შე­მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერთ-ერთ და­სახ­ლე­ბა­ში სა­ეჭ­ვო სახ­ლი უნდა შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა. თით­ქმის ყვე­ლა მშვი­დო­ბი­ა­ნად მო­ვი­ა­რეთ, ბო­ლოს კი გა­ლავ­ნის შე­სას­ვლელ­თან ხელ­ნა­კე­თი ნაღ­მი აფეთ­ქდა, რო­მე­ლიც კარ­თან ყო­ფი­ლა და­მაგ­რე­ბუ­ლი. აფეთ­ქე­ბის წნე­ვამ სა­დღაც მო­მის­რო­ლა. მა­შინ დავ­კარ­გე ორი­ვე ქვე­და კი­დუ­რი და მარ­ჯვე­ნა ხე­ლიც ცო­ტა­თი და­მი­ზი­ან­და. გა­მი­უ­ა­რეს­და მხედ­ვე­ლო­ბაც...

ტრავ­მის შემ­დეგ, რო­დე­საც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში გავ­დი­ო­დი, უამ­რა­ვი ჩემ­ნა­ი­რი და უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი ვნა­ხე, რომ­ლე­ბიც ისე­თი მონ­დო­მე­ბით ვარ­ჯი­შობ­დნენ, გა­ვი­ფიქ­რე, - ეს მეც შე­მიძ­ლია-მეთ­ქი. აზიდ­ვე­ბით და­ვი­წყე და მალე ე.წ. ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი აზიდ­ვე­ბის შეს­რუ­ლე­ბით (მოძ­რა­ო­ბა ტან­ვარ­ჯი­შის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ელე­მენ­ტის, "ფლენ­ჩის" სა­ხეს­ხვა­ო­ბაა) მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ვამ­ყა­რე. სპორ­ტსმე­ნი ამ დროს მხო­ლოდ ხე­ლებს ეყ­რდნო­ბა, სხე­უ­ლის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლით კი დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. ასე­ვე საკ­მაო წარ­მა­ტე­ბე­ბი მაქვს ფა­რი­კა­ო­ბა­სა და ვე­ლორ­ბო­ლა­ში. მუდ­მი­ვად რა­ღა­ცას ვა­კე­თებ, რაც იმა­ში მეხ­მა­რე­ბა, რომ ჩემს მე­გობ­რებს და სხვა ტრავ­მი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს და­ვა­ნახ­ვო, რომ ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი და ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა... უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვის შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტე, პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლე­ბის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და­ზეც მე­ცა­და ბედი.
კა­ნა­და­ში თხი­ლა­მუ­რე­ბით კროს­ში 2019 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გამ­გზავ­რე­ბამ­დე მო­სამ­ზა­დე­ბელ ეტაპს გუ­და­უ­რის სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტზე გავ­დი­ვართ. ჩემ­თან ერ­თად არი­ან მწვრთნე­ლე­ბი, თა­მაზ მო­საშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ იაშ­ვი­ლი... მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი 15-დან 24 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით არის და­გეგ­მი­ლი, სა­დაც ზამ­თრის ამ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა­ში, პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით პირ­ვე­ლად გა­ვალ. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, მაგ­რამ იმე­დია, გა­მო­მი­ვა...
- ამავდრო­უ­ლად, მუ­შა­ობთ, ხომ?
- დიახ, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის ინ­სტრუქ­ტო­რი ვარ თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში არ­სე­ბულ სი­მუ­ლა­ცი­ის ცენ­ტრში. სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­აა და თან ახალ თა­ო­ბას­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. 2014 წლი­დან ვარ აქ და ვხე­დავ ახალ­გაზ­რდე­ბი რო­გო­რი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი არი­ან გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. ეს მხო­ლოდ ია­რა­ღის მოხ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის, მათ სურთ, იცოდ­ნენ სხვა ქვეყ­ნე­ბის არ­მი­ე­ბის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, წარ­სუ­ლი, ია­რა­ღის ის­ტო­რია, სტრა­ტე­გია... ანუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, იმ­სა­ხუ­რონ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მათ იმ­პულ­სუ­რად კი არ მი­ი­ღეს, არა­მედ გა­აზ­რე­ბუ­ლად და რაც მთა­ვა­რია, ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო თა­ო­ბა წი­ნა­ზე პატ­რი­ო­ტუ­ლია. ბოლო ხა­ნებ­ში ძა­ლი­ან ბევრ გო­გო­ნას გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში იმ­სა­ხუ­როს, რაც ძალ­ზე სა­სი­ხა­რუ­ლოა...
ავ­ღა­ნე­თის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ზეც გკი­თხავთ: ძველ მე­გობ­რებ­თან გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა?
- დიახ, რო­გორც ქარ­თვე­ლებ­თან, ასე­ვე - უცხო­ე­ლებ­თა­ნაც, რად­გან შე­ჯიბ­რე­ბა­ზეც ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს. სამ­წუ­ხა­როდ, უცხო­ე­ლე­ბი უფრო მე­ტად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი და ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი არი­ან, რაც ბევ­რი რა­მით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, მათ შო­რის - მენ­ტა­ლი­ტე­ტი­თაც..რო­გორც ვიცი, ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­იც­ვა­ლა ვი­თა­რე­ბა...
- დიახ, ბევ­რი რამ გა­კეთ­და, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს აქვს პროგ­რა­მე­ბი, რაც დაჭ­რი­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს. ჩვე­ნი დაჭ­რი­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ყო­ველ­წლი­უ­რად პრინც ჰა­რის მიერ დამ­კვიდ­რე­ბულ "ძლი­ერ­თა თა­მა­შებ­ში", რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, ავ­ღა­ნე­თი, ავ­სტრა­ლია, კა­ნა­და, და­ნია, ეს­ტო­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, ერა­ყი, იტა­ლია, იორ­და­ნია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ახა­ლი ზე­ლან­დია, რუ­მი­ნე­თი, უკ­რა­ი­ნა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და ამე­რი­კა მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ამ თა­მა­შე­ბის ფარ­გლებ­ში, 2017 წელს, ტო­რონ­ტო­ში, ბოლო რბო­ლა­ში მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მაგ­რამ სა­თა­ნა­დოდ არ ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი და მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვე­დი. თუმ­ცა, რა შე­დე­გიც უნდა იყოს, ეს სამ­ხედ­რო­ე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ძა­ლი­ან ში­ნა­უ­რი, თბი­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გა­რე­მოა შექ­მნი­ლი, სა­დაც პა­რას­პორ­ტსმე­ნებს ერ­თმა­ნე­თის გაც­ნო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს. ეს კი სტი­მუ­ლია, რომ შენს თავ­ში არ ჩა­ი­კე­ტო, იბ­რძო­ლო, იცხოვ­რო და არ მო­დუნ­დე.
- რო­გორც ვიცი, მკლავ­ჭი­დე­ლიც ხართ...
- დიახ, შარ­შან მსოფ­ლიო ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი. ასე­ვე, მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე ცურ­ვა­შიც ვვარ­ჯი­შობ... ასე რომ, ბევ­რი რა­მეა, რა­შიც შე­იძ­ლე­ბა თავი გა­მო­ცა­დო, იბ­რძო­ლო და შენს თავს და­უმ­ტკი­ცო, რომ ეს შე­გიძ­ლია... ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბი, არ მო­დუნ­დნენ, ია­რონ ყველ­გან, გა­იც­ნონ ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ივარ­ჯი­შონ და ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლონ. მერე რა, თუ ჩემ­პი­ო­ნე­ბი ვერ გახ­დე­ბი­ან? მთა­ვა­რია, რომ სახ­ლი­დან გავ­ლენ... ამის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს თა­ნად­გო­მა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მე სპორ­ტმა გა­და­მარ­ჩი­ნა და მთლი­ა­ნად მას ვუ­მად­ლი, რომ ჩემს თავ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე ძალა ცხოვ­რე­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად.
- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე რას გვე­ტყვი?
- მალე ოჯა­ხის შექ­მნას ვა­პი­რებ, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რჩე­უ­ლი მყავს და აქამ­დე ვერ მო­ვა­ბი თავი... იმე­დია, მალე მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment