Sunday, February 10, 2019

ჰელმანდის პროვინციაში ავიაიერიშებს მსხვერპლი მოჰყვა

მორიგი თავდასხმა მოხდა ავღანეთში. ჰელმანდის პროვინციის სამხრეთ ნაწილში ავიაიერიშებს მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას FOX-ი ავრცელებს.
დაღუპულია 21 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის არიან ქალები და ბავშვებიც. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ტელეკომპანიას ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორმა დაუდასტურა. მაღალჩინოსნის თქმით, თავდასხმა თალიბანმა მოაწყო.
ტერორისტებმა იერიში მიიტანეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზეც,რის შემდეგაც ხელში ჩაიგდეს იარაღი და სატრანსპორტო საშუალებები
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


No comments:

Post a Comment