2050 წლისთვის სხვადასხვა ქვეყნებში საპენსიო ასაკი 70 წლამდე უნდა გაიზარდოს, რადგან ამ ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 100 წელს გადააჭარბებს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნაში წერია.
სპეციალისტების აზრით, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ, იაპონია და კანადა ადამიანებმა უფრო დიდხანს უნდა იმუშაონ, ვიდრე აქამდე. მათი თქმით, ეს აუცილებელია, რადგან 2050 წლისთვის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის რიცხვი 2,1 მილიარდი იქნება.
სპეციალისტების აზრით, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ, იაპონია და კანადა ადამიანებმა უფრო დიდხანს უნდა იმუშაონ, ვიდრე აქამდე. მათი თქმით, ეს აუცილებელია, რადგან 2050 წლისთვის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის რიცხვი 2,1 მილიარდი იქნება.
ეკონომისტების ფიქრობენ, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა კლიმატის ცვლილებების პრობლემების ტოლფასია."ჩვენ ახლავე უნდა დავიწყოთ ამ საკითხზე მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვლენების უარყოფითი შედეგები მომავალ თაობებზე აისახება და მათ მძიმე ტვირთად დააწვებათ,“- განაცხადა მაიკლ დრექსლერმა, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი პროგრამის ხელმძღვანელია.
სპეციალისტებმა 8 ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. ესენია: ავსტარლია, კანადა, ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი და აშშ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ 2050 წლისთვის ამ ქვეყნებში 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების პენსიით უზრუნველყოფას 6-ჯერ მეტი თანხა დასჭირდება, ვიდრე ახლა. ეს თანხა, რომელიც ამჟამად 70 ტრილიონი დოლარია, 400 ტრილიონამდე გაიზრდება.
ექსპერტებს ამ პრობლემის მოგვარების ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტის გზები არ აქვთ. მათი განცხადებით, დასაქმებული ადამიანები თანხის გადადებას უფრო მეტად უნდა შეეცადონ და კერძო სექტორმა და ხელისუფლებამ დახმარების შესაბამისი პროგრამები უნდა შექმნან. ასევე აუცილებელია, დასაქმებული ადამიანების ფინანსური განათლების ამაღლება და ამისთვის სპეციალურმა სამსახურებმა უნდა იზრუნონ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment