Sunday, May 28, 2017

სატვირთო მატარებელი 60 წლამდე კაცს დაეჯახა

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანთან სატვირთო მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას Ipn ავრცელებს.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. 60 წელს გადაცილებული მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მას სატვირთო მატარებელი დაეჯახა.
მომხდარი ფაქტის გამო რკინიგზის სუფსის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი რამდენიმე წუთით შეაყოვნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment