Wednesday, May 24, 2017

შავი ზღვის შესახებ 12 ახალი ფაქტია ცნობილი

გარემოს ეროვნული სააგენტოსა და უცხოელი სპეციალისტების მიერ შავი ზღვის სანაპირო ზოლში ჩატარებული კვლევის შედეგად 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
კვლევის მიხედვით, ჟანგბადის სფერო შავ ზღვაში შემცირებულია, რაც ზღვის ბინადრების საარსებო სივრცის შემცირებას ნიშნავს. ასევე შავი ზღვის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირებულია ზღვაში მცურავი მყარი ნარჩენების დიდი ოდენობა.
კვლევის ფარგლებში წყლის სინჯებიც აიღეს. მათი უცხოურ ლაბორატორიებში შემოწმების შედეგად კი დადგინდა, რომ შავი ზღვის წყალში არის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება ტექსტილის, ტანსაცმლისა და შესაფუთი მასალებისთვის. ასევე ფარმაცევტული პრეპარატები და აალების საწინააღმდეგო ნივთიერებები.
კვლევაში ასევე მოყვანილია ინფორმაცია შავ ზღვაში დელფინების სახეობების გავრცელების ახალი მონაცემების შესახებ. კვლევის მიხედვით, შემცირებულია "ზღვის ყვავილობაც". ამასთან, შავ ზღვაში უნიკალური, იშვიათი თევზის სახეობები დაფიქსირდა.
კვლევის ავტორების და ექსპერტების განცხადებით, საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება და პრობლემების აღმოსაფხვრელად მილიონობით ინვესტიციის ჩადება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შემუშავდება სამომავლო გეგმა.
პროექტი „შავი ზღვის გაძლიერება“- ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment