Friday, May 26, 2017

იზორიამ სამშვიდობო მისიებში მყოფ ჯარისკაცებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო მისიებში მყოფი ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის მილოცვით დაიწყო. მინისტრი გენერალური შტაბის უფროსთან ერთად, ტელეხიდის მეშვეობით, ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფებს ჩაერთო და ჯარისკაცებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები საერთაშორისო მისიებში მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებსაც გაესაუბრნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
ამჟამად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედნაყოფები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში მონაწილეობენ.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment