დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონგოში დატყვევებულ ქართველ მფრინავზე გაკეთდა განცხადება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტროს მოადგილე ზვიად გონაძემ განაცხადა, სოსო ოსურაული სავარაუდოდ დაიღუპა. "ადგილზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტაკებები მოხდა, რასაც მსხვერპლი მოყვა. შესაძლოა დაღუპულთა შორის იყოს იოსებ ოსორაულიც. ჩვენ ამ საკითხის გადამოწმებას ვცდილობთ, თუმცა პასუხი ჯერ ვერც საერთაშორისო ორგანოზაციებიდან მივიღეთ,"- განაცხადა ზვიად გონაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს მოქალაქეებს უკიდურესი აუცილებლობის გარდა კონგოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს, ხოლო ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს სოსო ოსორაულის ძმაც ესწრებოდა.
ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვეობაში 27 იანვარს ჩავარდა და ამ დრომდე მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. ოსურაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს სამხედრო ბლოგერმა და უფლებადამცველმა Facebook-ზე გაავრცელა. დავით ნემსაძემ მთავრობას ქართველი მფრინავის ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდა.
ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. თავდაცვის უწყების განცხადებით, ოსურაული შეიარაღებული ძალებიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე 2015 წლის მარტში წავიდა, კონგოდან მიღებული შეთავაზების გამო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment