რუსთავში, 9 მაისის ქუჩაზე ბავშვს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას მცირე დაზიანებები აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცნობილია, რომ ავტოავარიის მონაწილე მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი გზაზე გადარბოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment