მზიურის კარიბჭე ისევ დააზიანეს. ერთი წლის წინ მზიურის შესასვლელში 1990-იან წლებში დაზიანებული ქანდაკებები მერიამ მათი ავტორის, გია ჯაფარიძის ჩართულობით აღადგინა. დღეს კარიბჭეს ჩიტები ისევ მოჭრილია.
ძარცვის შესახებ “ახალი მზიურის“ Facebook-ის გვერდზე წერია.
“ რამდენიმე დღის წინ, ღამე ცდილობდნენ ჩიტების და სხვა ცხოველების მოჭრას და მოპარვას. საბედნიეროდ დაცვამ დროულად შეამჩნია და მოჭრილი ჩიტების წაღება ვერ მოასწრეს, თუმცა ძეგლი დაზიანებულია და დამნაშავე გაქცეული... გუშინ ისევ თხოვნით მივმართეთ მერიას და რამდენიმე დღეში ჩიტებს დაამაგრებენ ადგილზე, თუმცა გული სულ სხვა რამეზე გვწყდება - როცა გაკეთებულს აფუჭებენ, აზიანებენ და არ ფიქრობენ იმაზე თუ რამდენი შრომაა ამ ყველაფრის გაკეთებისას ჩადებული“ - ნათქვამია “ახალი მზიურის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment