ლონდონის თეატრში Old Vic პოლიციამ ევაკუაცია მას შენდეგ გამოაცხადა, რაც შესაძლო საფრთხეზე შეტყობინება მიიღო. ინფორმაციას Independent ავრცელებს.
თეატრის სტუმრების თქმით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სცენაზე სპექტაკლის მსვლელობისას ავიდნენ და მაყურებელს აცნობეს, რომ შენობაში შეიძლებოდა საშიში საგანი ყოფილიყო.
პოლიციაში კი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სატელეფონო შეტყობინების შემდეგ მიიღეს. ამ დროისთვის სამართალდამცველებმა თეატრის შენობაში საეჭვო ვერაფერი ნახეს.
No comments:
Post a Comment