Monday, May 29, 2017

სომალიში კაცი ღალატის გამო ჩაქოლეს

სომალიში ალ-შაბაბის ჯარისკაცებმა, ისლამური სასამართლოს გადაწყვეტილებით, ღალატში ბრალდებული 44 წლის მოჰამედ ჰასანი ჩაქოლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოჰამედ ჰასანმა სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო ქალთან და დააორსულა. ეს მაშინ, როდესაც ჰასანს ორი კანონიერი ცოლი ჰყავდა. 
სომალიში ე.წ. სექსუალური ხასიათის დანაშაული უმკაცრესად ისჯება, მათ შორის - ღალატიც. 2014 წელს, ქალის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი თინეიჯერი ბიჭი ჩაქოლეს, 2008 წელს კი ახალგაზრდა გოგო ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაქოლა.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment