ამერიკაში, ოჰაიოს შტატის მაშველებმა გადაარჩინეს კაცი, რომელიც ტყიან ხეობაში ოთხი დღე ხოხვით იკვლევდა გზას, რომ გადარჩენილიყო. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ჯერალდ მაქსევიჩი დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა, რის შედეგადაც მოიტეხა კიდურები და ნეკნები. როგორც თავად დაზარალებული ჰყვება, შემთხვევა 18 მაისს მოხდა, მისი პოვნა კი მაშველებმა მხოლოდ 4 დღის შემდეგ შეძლეს. ამ დროის განმავლობაში კაცი ხოხვით ცდილობდა სამშვიდობოს გამოეღწია და ადამიანებისთვის შველა ეთხოვა.
ამ დროისთვის მაქსევიჩი საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმები ამბობენ, რომ მას უბრალოდ გაუმართლა, რადგან იმ პერიოდში როცა ის გადარჩენას ცდილობდა, წვიმდა და საღამოობით საკმაოდ ციოდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment