„მეც რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ – ამ სლოგანით აღნიშნა 26 მაისს
საქართველომ შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850-ე წლისთავი. ამისთვის
თბილისიც საგანგებოდ მოემზადა. ვიქტორინა „ვეფხისტყაოსნიდან“, ქუჩის არტი
„ვეფხისტყაოსნიდან“, ქართველი მხატვრების ნამუშევრების აუქციონი და
„ვეფხისტყაოსნის“ თემატიკით აქსესუარების გამოფენა–გაყიდვა, ქაჯეთის ციხის
კონსტრუქცია და საბავშვო სივრცე, მიჯნურთა რაინდობისა და მეგობრობის
ხეივანი, „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკის წარმოდგენა იშვიათი სახეობის
მცენარეებით და სხვ. ამ ღონისძიებებისა და სივრცეების ნახვა რუსთაველის
გამზირზე შეგეძლოთ. ქვეყნის პრემიერი კი რამდენიმე თვის წინ შოთა რუსთაველის დღის დაწესების ინიციატივითაც გამოვიდა.
ამ დრომდე კონკრეტული თარიღი არ არის შერჩეული, თუმცა მე-12 საუკუნის
გამორჩეული გენიის იუბილე ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად
აღინიშნა.
სწორედ ღონისძიებების შინაარსის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკოსები გამოეცადა იმაში, თუ ვის როგორ და რომელი საზეპირო ან აფორიზმი ახსოვს „ვეფხისტყაოსნიდან“. ჩვენ ქვეყნის პრეზიდენტს და ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრებს ისიც ვკითხეთ, უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლაში საზეპიროები ,,ვეფხისტყაოსნიდან”.
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი – ახლა არ მახსენდება ყველაზე მნშვნელოვანი, მაგრამ ალბათ „ვინც მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია“ – სავარაუდოდ, თქვენ როგორ ფიქრობთ?! არ შემიძლია ეგრე გამოვარჩიო რომელიმე. შეიძლება იყოს დასაწყისიც „რომელმან შექმნა სამყარო …“
ალექსანდრე ჯეჯელავა, ვიცე პრემიერი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – „ვეფხისტყაოსნიდან“ ძალიან ბევრი საზეპირო ვიცი. მთავარი საზეპირო ჩემთვის არის ავთანდილი რომ ამბობს – „უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი; განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი“. შინაარსი ისაა, რომ თუ ღმერთს უნდა ყველაფერი გამოვა, თუ ღმერთს არ უნდა მაინც არაფერი გამოვა. მგონი ასე ცხოვრობს ქართველი ხალხი და ჩემთვისაც ეს ძალიან ახლოსაა გულთან.
მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი – „ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია“ – ეს არის ერთ-ერთი საფუძველი იმის, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს თითოეული თქვენთაგანი და თითოეული ადამიანი იმისთვის რომ მშვიდობა და სტაბილურობა იყოს.
გიგლა აგულაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი – რუსთველოლოგიაში არის კამათი დღემდე რომელი ფრაზაა მისეული „რაღაა იგი სინათლე რასაცა ახლავს ბნელია“, თუ „რაღაა იგი სინათლე რასაც არ ახლავს ბნელია“. მე თავისი შინაარსით და ფილოსოფიით მომწონს ეს აფორიზმი და ეს კამათიც, რაც ამას ახლავს. ალბათ, არაფერი დამიკარგავს იმით, თუ არ შევიძინე საზეპიროების სწავლით. რუსთველოლოგიაში გაცილებით მეტი წავიკითხე სკოლის მერე, სკოლის პერიოდში არ იყო სიღრმისეული ჩემი დამოკიდებულება. მთავარია, რომ ვინც კითხულობს „ვეფხისტყაოსანს“ მის რეალურ სიღრმეებამდე წვდომის შესაძლებლობა მივცეთ.
მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრი – ვფიქრობ, რომ თავისი მნიშვნელობითა და შინაარსით ყველა აფორიზმი და საზეიპირო ერთნაირად მნიშვნელოვანია. დაწყება მახსენდება პირველ რიგში – „იყო არაბეთს როსტევან…“ საზეპიროების დიდი მოტრფიალე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა შინაარსობრივად ვფიქრობ, რომ ეს არის ნაწარმოები, რომელმაც გადაუჭარბებლად ქართულ რენესანსს დაუდო საფუძველი. არამხოლოდ საზეპიროები უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, არამედ მეგობრობა, ტოლერანტობა. სიყვარულის და ღირებულებების ეტალონი, რომელიც შექმნა ამ ნაწარმოებმა, ამის გააზრება, მსჯელობა, კამათიც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
დავით ნარმანია, თბილისის მერი – ძალიან მიყვარს „ვეფხისტყაოსანი“ და თავის დროზე კარგად მაქვს ნასწავლი. მაინც საწყისი ნაწილი მიყვარს და მირჩევნია. თუმცა, ამის მიუხედავად გამოვყოფდი, „ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა“.
თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი – „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“, – ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი. რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები, რა თქმა უნდა, ცალსახად უნდა ისწავლებოდეს, თუმცა გარკვეული დოზით.
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
edu.aris.ge

No comments:
Post a Comment