მანჩესტერის ტერაქტში ბრალდებულმა თვითმკვლელმა ტერორისტმა სალმან აბედი ტერორისტულ აქტს მთელი წელი ამზადებდა. ამის შესახებ The Times წერს.
გამოცემის ცნობით, ტერორისტმა ერთი წლის წინ ბანკში ანგარიში გახსნა და სწორედ ამ ანგარიშზე ჩარიცხული თანხით იყიდა მან მანჩესტერის გარეუბანში ასაფეთქებელი მოწყობილობისთვის საჭირო მასალა. აფეთქებამდე ერთი კვირით ადრე აბედი ლივიიდან დაბრუნდა და მანჩესტრის ცენტრში ბინა იქირავა და ბომბი ააწყო.
მანჩესტერში ტერაქტი 22 მაისს, ადგილობრივი დროით 22:30 საათზე, არიანა გრანდის კონცერტზე მოხდა. აფეთქებას ემსხვერპლა 22 ადამიანი. დაღუულთა შორის 12 ბავშვია. დაშავდა 59 ადამიანი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment