საფეხბურთო კლუბი "ბარსელონას" ექსპრეზიდენტი სანდრო როსელი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს BBC.
კატალონიაში, პოლიციის რეიდის შემდეგ, დააპატიმრეს კიდევ რამდენიმე ადამიანი. გამოცემის ცნობით, დაკავებულთა შორის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე მარტა პინედაცაა.
პოლიციის განცხადებით, როსელმა ბრაზილიის ამხანაგური მატჩის გაყიდული სატელევიზიო ჩვენების ფული მიითვისა.
სანდრო როსელს "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტი 2010-2014 წლებში ეკავა, თუმცა შემდგომ სამსახურიდან დაითხოვეს ბრაზილიელი ფეხბურთელის, სანტოს ნეიმარის კონტრაქტის ფულის მითვისების გამო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment