ინტერნეტთამაშმა, რომელიც თვითმკვლელობით სრულდება, საქართველოში შემოაღწია - 12 წლის გოგო ე. წ. კურატორის დავალებით მე-5 სართულიდან გადახტა. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში წევს.
ინფორმაცია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.
ინტერნეტთამაში პირველად 2013 წელს რუსეთში გამოჩნდა. თამაში ნებისმიერ სოციალურ ქსელშია შესაძლებელი. მომხმარებელს კურატორი უკავშირდება და თამაშს სთავაზობს. 30-40 დავალება ხშირ შემთხვევაში თვითდაზიანებაა, ბოლო, 50-ე დავალება კი - თვითმკვლელობა. ინტერნეტთამაშს მსხვერპლი მოჰყვა რუსეთში, პორტუგალიაში, კენიაში, თვითდაზიანება - აშშ-ში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, თვითმკველობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
No comments:
Post a Comment