ეგვიპტეში ელ-მინიას პროვინციაში კოპტებზე შეიარაღებულ თავდასხმას 23 ადამიანი ემსხვერპლა, 25-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი youm7.ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ავტობუსს გაუხსნეს ცეცხლი, რომლითაც ქრისტიანები მონასტრისკენ გადაადგილდებოდნენ. ტრაგიკული ინციდენტი დედაქალაქ ქაიროდან 250 კილომეტრში მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment