Wednesday, May 24, 2017

საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში შესაძლოა ნოემბრამდე გაგრძელდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარალამენტისთვის საგანგებო რეჟიმის გაგრძელების თაობაზე მიმართვა გადაწყვიტა. ამის შესახებ BFMTV იტყობინება.
ელისეის სასახლის განცხადებით, შესაბამისი წინადადება ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ მიიღეს. მიზეზი კი მანჩესტერის ტერაქტია.
ამას გარდა, მაკრონმა პროფილურ მინისტრებს საგანგებო რეჟიმის მიღმა ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვა სთხოვა .
თუ კანონმდებლები პრეზიდენტის წინადადებას გაიზიარებენ, საგანგებო ქვეყანაში მეექვსედ გაგრძელდება 2015 წლის 14 ნოემბერს მისი შემოღების შემდეგ.

imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment