ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საელჩოებთან და პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს დიდი აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის ზუსტდება აფეთქების მიზეზი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
Reuters-ი იუწყება, რომ სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა. ამ დროისთვის ზუსტდება დაღუპულთა რიცხვი. დიპლომატიურ უბანში გერმანიის და ირანის საელჩოებია განთავსებული.
თვითმხილველთა თქმით, აფეთქების ტალღამ შენობები დააზიანა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment