ამერიკის პრეზიდენტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე უცხოური ტურნეს შესახებ რუკა გამოაქვეყნა, სადაც იტალიის საზღვრები შეცდომით იყო მითითებული. ამის თაობაზე მცირე შენიშვნას Local .აქვეყნებს.
როგორც გამოცემა იუწყება,ტრამპის რუკაზე კორსიკის რეგიონი, რომელიც საფრანგეთს ეკუთვნის იტალიის საზღვრებშია მოქცეული. კორსიკა მე-18 საუკუნიდან საფრანგეთს ეკუთვნის.
სოციალურ ქსელებში ასეთი შეცდომა ამერიკელი პრეზიდენტისთვის პირველი არ არის. ადრე სოციალური ქსელის მომხმარებელმა ტრამპი ამერიკის დროშაზე ვარსკვლავების რაოდენობის გამო გააკრიტიკა. ამერიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ატვირთა ამერიკის დროშა, რომელზეც 50 ვარსკვალავის ნაცვლად, 39 იყო გამოსახული.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment