“დაახლოებით 11 000–მდე მოსწავლემ საატესტატო გამოცდებზე წელს ზღვარი ვერ გადალახა. მოსწავლეთა რაოდენობა 40–50 ათასამდე შუალედში იყო. ეს შედეგი არის დაახლოებით იგივე, რაც შარშან იყო. ბავშვებს ტექნიკური საგნები წელსაც უჭირთ”, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ზუსტ ციფრებსაც გაასაჯაროებენ.
EDU.ARIS.GE საკითხის დაზუსტების მიზნით, გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. როგორც ცენტრის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, შეიძლება ითქვას, რომ შედეგი შარშანდელის ანალოგიურია.
“დიახ, იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვინც საატესტატო გამოცდებზე ზღვარი ვერ გადალახა 11 ათასამდეა. გასათვალისწინებელია, ის ფაქტიც, რომ მათში მოიაზრებიან ის მოსწავლეებიც, ვინც გასულ წელს იყო ჩაჭრილი, წელსაც გავიდა გამოცდებზე და წელსაც ვერ გადალახა ზღვარი. ეს შედეგი შარშანდელის ანალოგიურია”, – განაცხადა მაია გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები 19 ივნისს, მე–11 კლასის საატესტატო გამოცდებით გაგრძელდება.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment