ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ‘ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელ ლიონელ მესის პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა. მესის ბარსელონას სასამართლომ გადასახადების თავის არიდების გამო 21 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ Sputnik წერს.
ივლისში ლიონელ მესის 4,1 მილიონი ევროს გადასახადების დაფარვისთვის სამ ეპიზოდში წაუყენეს ბრალი. ეს ეპიზოდები 2007,2008 და 2009 წლებში საიმიჯო უფლებების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს ეხებოდა. ამასთან, ფეხბურთელის მამას, რომელიც ასევე ბრალდებულია ამ საქმეში, როგორც თაღლითური სქემის კოორდინატორი, სასამართლომ პატიმრობის ვადა 21-იდან 15 თვემდე შეუმცირა.
მესის ასევე დაეკისრა ჯარიმა 2 მილიონი ევროს ოდენობით. ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, პირები, რომლებიც არაძალადობრივი დანაშაულისთვის არიან ბრალდებულნი და 2 წელზე ნაკლები აქვთ მისჯილი, სასჯელს საპატიმროში არ იხდიან განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. ამ შემთხვევაში, მესის და მისი მამის სასჯელი სავარაუდოდ პირობითი ხასიათის იქნება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment