დონალდ ტრამპის სამსახურეობრივი მანქანა ბრიუსელის სამეფო სასახლეში არ შეუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Libre Belgique ავრცელებს. ტრამპი სასახლეში ბელგიის მეფე ფილიპესთან იყო მიწვეული.
გამოცემა იუწყება, რომ ტრამპს სასახლემდე მისასვლელი გზის გავლა ფეხით მოუწია.
ამერიკის პრეზიდენტის ლიმუზინს მეტსახელად „მხეცი“ დაარქვეს. იგი 8 ტონას იწონის და სიგრძეში 5,5 მეტრია. მანქანის ღირებულება მილიონ ნახევარი დოლარია და მის ჯავშანს შეუძლია მანქანაში მსხდომები მსხვილკალიბრიანი ტყვიისგანაც დაიცვას.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment