Monday, May 22, 2017

ქართველების გამარჯვება ლოს-ანჯელესში, Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე

ლოს-ანჯელესში, Intel-ISEF-ის სამეცნიერო და საინჟინრო საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც მსოფლიოს 78 ქვეყნის მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ, გამოვლინდა გამარჯვებულები. IV ადგილის მფლობელები გახდნენ საქართველოს წარმომადგენლები - კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები: ალექსანდრე ხოხიაშვილი, დიმიტრი კორკოტაშვილი და თამარ კორკოტაშვილი. 
ქართველმა მოსწავლეებმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებულ კონკურსზე მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა “ლეონარდო და ვინჩი“ მესამე ადგილი მოიპოვეს პროექტით „მიკროკონტროლერის გამოყენებით თვითსწავლებადი სისტემის შექმნა“ რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანების მიმართულებაში.
საქართველოს წარმომადგენლობა ორშაბათს სიამაყით დაბრუნდა სამშობლოში. ვულოცავთ წარმატებას ჩვენს მოსწავლეებს!
 
rustaveli.org.ge 

No comments:

Post a Comment