შრი-ლანკაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ამ დროისთვის 91 მიაღწია, 110 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ Hindustantimes იტყობინება.
ჯერ კიდევ დილით დაღუპულად 25 ადამიანი ითვლებოდა.
“გარდაცვლილთა რიცხვმა მას შემდეგ მოიმატა, რაც მონაცემები მანამდე მიუწვდომელი ადგილებიდან მივიღეთ“ - უთხრა ჟურნალისტებს ქვეყნის განსაკუთრებულ შემთხვევათა და რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელმა.
შრი-ლანკაში უკვე მეორე დღეა თავსხმა წვიმა არ შეჩერებულა, რამაც ქვეყანაში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment