Monday, May 22, 2017

სტივენ ჰოკინგი კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთ გზას ასახელებს

რა შემთხვევაში შეიძლება გადარჩეს კაცობრიობა და გადარჩება თუ არა ის - ამ საკითხზე ინგლისელი ფიზიკოსი და თეორეტიკოსი სტივენ ჰოკინგი საზოგადოებას საკუთარ მოსაზრებას სთავაზობს.
ჰოკინგს მიაჩნია, რომ ადამიანებმა საცხოვრებლად ვარგისი პლანეტის ძიება უფრო აქტიურად უნდა განაგრძონ.
"კაცობრიობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება, თუ ჩვენ საცხოვრებლად ალტერნატიულ პლანეტას ვიპოვით", - ასე ფიქრობს სტივენ ჰოკინგი. ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
ჰოკინგი განმარტავს, რომ ამ მიზნის მისაღწევად, კაცობრიობამ ტექნოლოგიაში დიდი გარღვევა უნდა მოახდინოს და გადალახოს ტექნოლოგიური შეზღუდვები, რომლებიც სამყაროს სხვა განზომილებაში საცხოვრებლად ხელს გვიშლის.
სტივენ ჰოკინგს მიაჩნია, რომ ტექნოლოგიური მიღწევები იწვევენ ადამიანის დეგრადაციას და წლებთან ერთად, ადამიანი ბუნების წინაშე უსუსურ არსებად იქცევა. თუმცა, ის იმასაც აღნიშნავს, თუ როგორ ეხმარება დღევანდელ კაცობრიობას ახალი ტექნიკური საშუალებები.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


2 comments:

  1. "მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზეცთ მწყობრთა წყობისა“. “We Are Taught to Join the Universal Order of Orders” - Shota Rustaveli (XII c.)

    ReplyDelete
  2. "მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზეცთ მწყობრთა წყობისა“. “We Are Taught to Join the Universal Order of Orders” - Shota Rustaveli (XII c.)

    ReplyDelete