ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური ვებგვერდი თბილისში დაგეგმილ საგაზაფხულო სესიაზე საინფორმაციო სტატიას აქვეყნებს. სტატიაში საუბარია სესიის დღის წესრიგსა და იმ თემებზე, რაზეც ასამბლეა ოთხი დღის განმავლობაში იმუშავებს. მათ შორის არის რუსეთი, ტერორიზმი და უსაფრთხოების გამოწვევები.
„ამ რთულ პერიოდში ევროატლანტიკური ალიანსისთვის არსებული დაძაბულობის ფონზე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ დადასტურება იმ ერთობისა და სოლიდარობის პრინციპებისა, რომელმაც შექმნა გლობალური სტაბილურობის გარანტიები უკვე 65 წელზე მეტია“, - აცხადებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი და იძლევა პირობას, რომ ასამბლეა ამ პრინციპების მხარდაჭერის და გაძლიერების ერთგული დარჩება.
სტატიაში საუბარია, რომ თბილისში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლები ჩავლენ, რომლებიც ალიანსსა და ამომრჩევლს შორის ერთგვარი ხიდის როლს ასრულებენ.
ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია პირველად ტარდება და ასამბლეა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებას პირებს.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა სესიის პერიოდში აპირებს ე.წ. ადმინისტრაციული ხაზის მონახულებას, რომელიც „უკანონოდ არის ოკუპირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან 2008 წლის ინტევენციის შემდეგ“ - ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა 26-29 მაისს თბილისში გაიმართება. საქართველო ნატოს არაწევრი რიგით მეხუთე ქვეყანაა, სადაც ამ რანგის ღონისძიება ტარდება. დანარჩენი ოთხი ქვეყანა უკვე ალიანსის წევრია. საგაზაფხულო სესიაზე 50-ზე მეტი ქვეყნიდან 700-მდე სტუმარს ელოდებიან. საქართველოსა და ნატოს ურთერთობა და პერსპექტივები ერთ-ერთ მთავარი საკითხი იქნება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment