Saturday, May 27, 2017

მეცნიერებმა ძილის ნაკლებობის მთავარი საფრთხე დაასახელეს

ამერიკელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ სისტემატური გამოუძინებლობა, დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემის მქონე ადამიანებში ინსულტის რისკს ზრდის. კვლევის შედეგებს ვრცლად ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე წერენ.
სპეციალისტები მათ, 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე 6-საათიან ძილს ურჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინსულტისგან ლეტალური შედეგის რისკი, ორჯერ მოიმატებს, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებში, რომლებიც ძილს 6 საათზე მეტ დროს უთმობენ. 
ასეთ დასკვნამდე მეცნიერები, შემთხვევით შერჩეულ 1344 ქალსა და კაცზე დაკვირვებით მივიდნენ, რომელთა შორის რისკის მქონე ჯგუფი გამოჰყვეს. მასში შედიოდნენ, სხეულის მასის მაღალი ინდექსის მქონეები, ქოლესტერინის მომატებული დონით და მაღალი წნევის მატარებლები. კვლევას სპეციალისტები 16 წელი ატარებდნენ. 
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment