Thursday, May 25, 2017

ნადირობის წესები მკაცრდება

ნადირობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საკანონმდებლო პაკეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. პროექტი მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
ნადირობის წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა ორმაგდება და სამართალდამრღვევს, სულ მცირე, 1 წლის ვადით სანადირო იარაღის ტარების უფლება ჩამოერთმევა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს სამართალდამრღვევის ადგილზე დაჯარიმება შეეძლებათ, თუ არ არის საჭირო გამოკვლევა, თუ სადავო არ არის და დასტურდება ხელმოწერით.
ნარჩენების მართვის კოდექსში შესატანი ცვლილების მიხედვით, გარემოსა და ბუნებრივი რესუსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულების თანამშრომლებს ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში სამართალდამრღვევის ადგილზე დაჯარიმება შეეძლებათ ან საჯარიმო ქვითარი ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს გაეგზავნება.
მკაცრდება პასუხისმგებლობა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ (ულიცენზიოდ) მოპოვებაზე - დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია სამართალდარღვევის იარაღის და მოპოვებული მყარი წიაღისეულის კონფისკაცია. სამართალდამრღვევს მყარი სასარგებლო წიაღისეულით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა. 1 წლის განმავლობაში თუ კვლავ უკანონოდ მოიპოვებს, დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროს ფუნქციონირებაც.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment