Sunday, March 11, 2018

კვლევა: თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი 06:00-08:00 საათებში იღვიძებს


კვლევითი ორგანიზაცია ACT Global-ი დაინტერესდა თუ როგორია თბილისის მოსახლეობის დილის რუტინა.
კვლევის მონაცემების მიხედვით, თბილისის მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი (41%), 06:01-დან 08:00-მდე პერიოდში იღვიძებს. 08:01-დან 10:00 საათამდე იღვიძებს გამოკითხულთა 39%, ხოლო 10:01-12:00 პერიოდში – 9%.  
მოსახლეობის ყველაზე მცირე ნაწილი (4%) იღვიძებს 12:01 საათზე ან უფრო გვიან, რაც შეეხება იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ყველაზე ადრე (06:00 ან უფრო ადრე) იღვიძებენ, მათი რაოდენობაც საკმაოდ დაბალია და 6%-ს შეადგენს.
რაც შეეხება თბილისის მოსახლეობის ახალი ამბებით დაინტერესებას. დილით 30% საერთოდ არ ეცნობა ახალ ამბებს. 
ახალი ამბების შესახებ ინფორმაციის მიღების ყველაზე პოპულარულ საშუალებად ტელევიზორი დასახელდა და მას გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (53%) იყენებს, ყოველი მეოთხე თბილისელისთვის (24%), ინტერნეტი არის ინფორმაციის მიღების წყარო, ხოლო რადიოს ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ 1% უსმენს დილით.
კვლევა თბილისის მაშტაბით ჩატარდა და შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრული გამოიკითხა. კვლევის პერიოდი მოიცავს 2018 წლის 12-14 თებერვალს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment